რა მოხდა 172-ე საჯარო სკოლაში, ვინ იჩხუბა და რატომ დაშავდა მასწავლებელი - მშობლები

რა მოხდა 172-ე საჯარო სკოლაში, ვინ იჩხუბა და რატომ დაშავდა მასწავლებელი

2026-10-21 12:03:17+04:00

სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისის №172 საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. წერდნენ, რომ ჩხუბის დროს პედაგოგი დაშავდა.

გადავწყვიტეთ, ფაქტი გადაგვემოწმებინა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოჩხუბართა გაშველებას მასწავლებელი ცდილობდა და ამ დროს მცირე დაზიანება მიიღო. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. სამინისტროს ცნობით, მასწავლებელმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

შემთხვევის დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კლასელები ბავშვს ფეხს უდებდნენ, ადგილი შემოუსაზღვრეს, ამის იქით არ გადმოხვიდეო... – რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში?