ამჯერად ნუ გადადებ -  Midea Georgia-ს Trade-In კამპანია ტექნიკის განახლებას ამარტივებს - მშობლები

ამჯერად ნუ გადადებ -  Midea Georgia-ს Trade-In კამპანია ტექნიკის განახლებას ამარტივებს

2026-10-21 15:39:58+04:00

სახლის კომფორტზე ზრუნვა ხშირად იმ ცვლილებებით იწყება, რომლებსაც დიდი ხანია ვგეგმავთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ვდებთ. ძველი კონდიციონერი, რომელიც სათანადოდ ვეღარ აგრილებს ოთახს, ან სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს - ვხვდებით, რომ მათი შეცვლის დროა, თუმცა მაინც სამომავლოდ გადავდებთ ხოლმე.

ახალი ტექნიკის შერჩევასთან ერთად ხომ ძველზეც უნდა ვიზრუნოთ: როგორ მოვახერხოთ მისი დემონტაჟი, სად წავიღოთ, როგორ მოვიშოროთ თავიდან ისე, რომ გარემოს ზიანი არ მივაყენოთ? ამას ემატება ახალი ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯებიც.

სწორედ ამ ბარიერების მოსახსნელად Midea-მ დაიწყო Trade-In კამპანია, მთავარი გზავნილით - „ამჯერად ნუ გადადებ - იზრუნე ახალზე დროულად, ძველზე კი ჩვენ ვიზრუნებთ! “

კამპანიის იდეა მარტივია: მომხმარებელს გაუადვილოს ტექნიკის განახლება, შეუმციროს ხარჯები და ძველ მოწყობილობასთან დაკავშირებული ყველა საზრუნავი საკუთარ თავზე აიღოს.იზრუნე ახალზე, ძველზე კი Midea იზრუნებს

Trade-In კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი ბრენდის, ასაკისა და მდგომარეობის ძველი ტექნიკა ახლით ჩაანაცვლოს და სპეციალური შეთავაზებით ისარგებლოს.

კონდიციონერის განახლებისას ბრენდი სრულ მომსახურებას უფასოდ უზრუნველყოფს - ძველი მოწყობილობის დემონტაჟსა და გატანას, ასევე ახალი კონდიციონერის მიწოდებასა და მონტაჟს. ამასთან, მომხმარებელი შოურუმში უკვე არსებულ ფასდაკლებასთან ერთად დამატებით 200 ლარის ფასდაკლებასაც იღებს.

შეთავაზება ვრცელდება წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზეც. ძველი აეროგრილის, მიკროტალღური ღუმლის ან მტვერსასრუტის ჩაბარებისას მომხმარებელი ახალი ტექნიკის შეძენისას, ამავე კატეგორიის შერჩეულ მოდელებზე დამატებით 100-დან 300 ლარამდე ფასდაკლებას იღებს.

8bbedcdd-d185-4882-bdfe-0915ec8f7807-1792583305.jfif

34dd7929-9820-4329-b532-65100f9f3f63-1792583305.jfif

ახალი სიცოცხლე ძველი ტექნიკისთვის

ტექნიკის განახლება მხოლოდ ახალი მოწყობილობის შეძენას არ ნიშნავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ბედი ეწევა ძველს.

სწორედ ამიტომ Midea-ს Trade-In კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია თანამშრომლობა Wasteless-თან, რომელიც ჩაბარებული ტექნიკის პასუხისმგებლიან მართვასა და გადამუშავებაზე ზრუნავს.

ელექტრონული ნარჩენების არასათანადო განკარგვამ შესაძლოა გარემო დააზიანოს, მაშინ როდესაც სწორი გადამუშავება ხელს უწყობს ღირებული მასალების ხელახალ გამოყენებას და ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.

Midea Georgia-სა და Wasteless-ის თანამშრომლობა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ტექნიკის განახლებისას გარემოზეც იზრუნოს - დამატებითი სირთულეების გარეშე.

Trade-In მხოლოდ ფასდაკლების კამპანია არ არის - ეს არის Midea-ს მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე, ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებასა და გარემოსადმი პასუხისმგებლობაზე.

რადგან ზოგჯერ ცვლილებისთვის საუკეთესო დრო სწორედ ახლაა.

ამჯერად ნუ გადადებ.

Midea-ს Trade-In კამპანია მოქმედებს თბილისისა და ბათუმის შოურუმებში. შეთავაზების დეტალური პირობების გაცნობა შესაძლებელია Midea Georgia-ს ოფიციალურ არხებსა და შოურუმებში.

R