68 წლის მსახიობი შერონ სტოუნი იხსენებს, თუ როგორ დაკარგა სამსახური ჰოლივუდში ინსულტის შემდეგ. „იმ დროს, თუ ქალი იყავი და რაღაც ცუდი ხდებოდა, შენი კარიერა დასრულებული იყო. ყველა მოლოდინის მიუხედავად, მე მოვახერხე გამოჯანმრთელება, მაგრამ სამუშაო შეთავაზებები აღარ მოდიოდა“, - აღიარა სტოუნმა Elle-თან უახლეს ინტერვიუში. მსახიობმა ასევე თქვა, რომ მისი აზრით, კინოინდუსტრიაში მას ყოველთვის მიკერძოებულად ეპყრობოდნენ: „მე ვფიქრობ, რომ ქალებს, რომლებიც ლამაზად და ჭკვიანად ითვლებიან, განსხვავებულად ექცევიან - თითქოს ერთი მეორეს გამორიცხავს“.

2001 წელს, 42 წლის მსახიობმა ჰემორაგიული ინსულტი გადაიტანა. ექიმებმა მისი გადარჩენის შანსი 5 პროცენტად შეაფასეს. ოპერაციის შემდეგ სტოუნმა დროებით დაკარგა სიარულის, სმენისა და საუბრის უნარი. მსახიობმა პირველი რვა თვე საავადმყოფოში გაატარა, ხელახლა სწავლობდა ლაპარაკს, წერას და დათვლას. სტოუნს სმენა მხოლოდ ერთ ყურში დაუბრუნდა. სრულად გამოჯანმრთელებას შვიდ წელზე მეტი დასჭირდა.
წლების წინ გაამხილა, რომ ამ იძულებითი შესვენების დროს მან დახარჯა ყველა თანხა, რაც მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში დაზოგილი ჰქონდა. ფულის ნაწილი, დაახლოებით 18 მილიონი დოლარი, მოიპარეს იმ დროს მასთან დაახლოებულმა ადამიანებმა... წარმატებული კარიერა და პირადი ცხოვრება ერთ წამში ჩამოექცა.

ინსულტის დროს სტოუნი დაქორწინებული იყო ჟურნალისტ ფილ ბრონშტეინზე. 2000 წელს მათ იშვილეს ბიჭი, როანი. თუმცა, 2003 წელს მისმა ქმარმა განქორწინება მოითხოვა და შედეგად მას სრული მეურვეობა გადაეცა.
თუმცა შერონმა საბოლოოდ შეძლო ხელახლა ფეხზე დადგომა და დღესაც, 68 წლის ასაკში, არაჩვეულებრივ ფორმაშია.




2005 წელს სტოუნმა იშვილა კიდევ ერთი ვაჟი, ლერდი, და ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთი, კუინი.

მსახიობი ამჟამად ხანდახან ჩნდება ფილმებში; მაგალითად, გასულ წელს სტოუნმა მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა სერიალ „ეიფორიის“ მესამე სეზონში. წითელ ხალიჩებზეც მუდმივად ბრწყინავს.

