რატომ უნდა დავუჯეროთ ტაროს? - სიმბოლოები, საიდუმლოებები და საკუთარი თავის შეცნობის გზა - მშობლები

რატომ უნდა დავუჯეროთ ტაროს? - სიმბოლოები, საიდუმლოებები და საკუთარი თავის შეცნობის გზა

2026-10-23 15:07:51+04:00

ბარათების დასტა, რომელშიც სიმბოლოები, არქეტიპები და ადამიანური გამოცდილება ერთიანდება - ეს ტაროა და ის საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს მომავლის გამოცნობისა და ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხების ძიების საშუალებას სთავაზობდა.

ტაროს კლასიკური დასტა 78 ბარათისგან შედგება. მათგან 22 დიდ არკანას ეკუთვნის, დანარჩენი 56 კი მცირე არკანას ქმნის. ბარათებზე შეხვდებით ისეთ სიმბოლოებსა და პერსონაჟებს, როგორებიცაა სულელი, ჯადოქარი, ვარსკვლავი, მთვარე, კოშკი და სიკვდილი.

მათი სახელები ზოგჯერ შიშსაც იწვევს, თუმცა ტაროს ტრადიციაში გამოსახულებები ხშირად პირდაპირი მნიშვნელობით არ განიმარტება. მაგალითად, სიკვდილის ბარათი ყოველთვის ფიზიკურ სიკვდილს არ აღნიშნავს. მისი ინტერპრეტაცია შეიძლება ცვლილებას, დასრულებას ან ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირდებოდეს. ტაროს მთავარი თავისებურება სწორედ სიმბოლოების მრავალმნიშვნელოვნებაა: ერთი და იგივე გამოსახულება შეიძლება განსხვავებულად განიმარტოს კითხვის, კონტექსტისა და ადამიანის პირადი ასოციაციების მიხედვით. მის მიმართ ინტერესი სწორედ ამ მრავალფეროვან სიმბოლიკაშია: ერთი და იგივე ბარათი სხვადასხვა კონტექსტში განსხვავებულად შეიძლება გაიაზრო.

საინტერესოა, რომ ტარო თავიდან სულაც არ შექმნილა მომავლის გამოსაცნობად. ისტორიული წყაროების მიხედვით, XV საუკუნის ევროპაში ის სათამაშო ბანქოს სახით გამოიყენებოდა, მკითხაობასთან კი მოგვიანებით, განსაკუთრებით XVIII საუკუნეში, დაუკავშირდა. დღეს მას იყენებენ როგორც მკითხაობისთვის, ისე სიმბოლოების შესასწავლად, ინტუიციის გამოსაკვლევად და საკუთარ ფიქრებსა თუ გადაწყვეტილებებზე დასაფიქრებლად.

და მაინც, როგორ გვეხმარება ტარო? რა თქმა უნდა, ის ჩვენს ცხოვრებას პირდაპირ არ ცვლის და არც რაიმე სახის სიზუსტე მოეთხოვება. თუმცა, ნამდვილად შეუძლია გარკვეული ცვლილებებისა და განვითარების საწყის ეტაპად იქცეს. ცხოვრებაში ხშირად გვიჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხი მარტივი არ არის. უნდა შევცვალოთ თუ არა სამსახური? რატომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება? რას ველით ურთიერთობისგან? ზოგჯერ საკუთარ ფიქრებში გარკვევაც კი გვჭირდება.

ტაროს სიმბოლოები შეიძლება ასეთ დროს ერთგვარ საწყის წერტილად იქცეს - დაგვაფიქროს ჩვენს შიშებზე, მოლოდინებსა და არჩევანზე. ბარათის ინტერპრეტაციისას ადამიანი საკუთარ გამოცდილებასა და ასოციაციებსაც მიმართავს, რის გამოც ეს პროცესი შეიძლება თვითშემეცნების საინტერესო ფორმად იქცეს. ეს არ ნიშნავს, რომ ბარათები ჩვენ ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს ან გვაძლევენ უტყუარ პასუხებს. მათი მნიშვნელობის გააზრება უფრო საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც მას საკუთარ კითხვებსა და გამოცდილებას ვუკავშირებთ.

თუ ტაროთი დაინტერესდით, მისი აღმოჩენა შეიძლება წიგნებითაც დაიწყოთ. მაგალითად, „ბიბლუსში“ თავად ტაროს კარტებთან ერთად დაგხვდებათ:

„მიჰყევი ტაროს“ შესავალი და საიმედო გზამკვლევია ტაროს სამყაროში. ეს წიგნი-ბლოკნოტი დაგეხმარება, დააკვირდე შენი ცხოვრების კონკრეტულ სიტუაციას, ჩაინიშნო მნიშვნელოვანი მომენტები, შთაბეჭდილებები და საინტერესო იდეები კი ჩაიწერო. აქვე დაგხვდება სასარგებლო სავარჯიშოები, რეკომენდაციები შესაბამისი მუსიკის შესახებ, პრაქტიკული რჩევები.

„როგორ მუშაობს ტარო“ გასწავლის, თუ როგორ წაიკითხო ტაროს კარტის მნიშვნელობები და როგორ გამოიყენო ის. ის უამრავ საიდუმლოს ამოგახსნევინებს.

„ბეჭდების მბრძანებელი ტაროს“ დასტა თემატურად უკავშირდება ჯ. რ. რ. ტოლკინის საოცარ სამყაროსა და პერსონაჟებს. გაიცანით „სულელი“, ფროდო ბეგინსის სახით, „ქურუმი ქალი“, როგორც გალადრიელი, „ჯადოქარი“, როგორც განდალფ რუხი... ეს პერსონაჟები დაგეხმარებიან, გაიგო მეტი საკუთარ თავსა და სამყაროსთან შენს ურთიერთკავშირზე. „ბეჭდების მბრძანებლის ტაროს“ კომპლექტში შედის: 78 კარტიანი დასტა და მათი განმარტებები.

თუ თვლით, რომ დროა ტაროს შესახებ მეტი გაიგოთ, მაშინ „ბიბლუსში“ „ჰეკატეს“ სერიის წიგნებზე და მათ შორის, ტაროსა და ტაროს შესახებ გამოცემებზე 2+1 შეთავაზება მოქმედებს. 25 ოქტომბრის ჩათვლით როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ 2 პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მესამეს საჩუქრად მიიღებთ.

R