დააკავეს 14 წლის მოზარდები, რომლებიც სხვა მოსწავლეებზე ძალადობას გეგმავდნენ: "ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ" - მშობლები

დააკავეს 14 წლის მოზარდები, რომლებიც სხვა მოსწავლეებზე ძალადობას გეგმავდნენ: "ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ"

2026-10-24 20:17:37+04:00

თბილისში, სკოლაში არასრულწლოვნებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით სკოლის მოსწავლეები, 14 წლის ორი მოზარდი დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "სანდრო წყარო" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისინი ერთმანეთს ვიდეოზარით ეკონტაქტებოდნენ, ასევე კომუნიკაცია ჰქონდათ "ტელეგრამისა" და "ტიკ-ტოკის" არხების მეშვეობით.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის მამამ "სანდო წყაროს" განუცხადა, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ტაბელური იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს. მისივე თქმით, მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.

“დაჯგუფება “ნაცისტების“ წევრია, თურმე სტატუსი დაუწერია უნდა მოვკლაო“ - თბილისში 16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა: რას აცხადებენ დედა და მკურნალი ექიმი