ვინ არის რვაშვილიან ოჯახში გაზრდილი ციმბირელი მებრძოლი პიოტრ იანი და რას ამბობს ქართულ ფესვებზე და საყვარელ ცოლზე - "ჩავიდოდი საქართველოში... ბებია ქართველი მყავს..." - მშობლები

ვინ არის 8-შვილიან ოჯახში გაზრდილი ციმბირელი მებრძოლი პიოტრ იანი და რას ამბობს ქართულ ფესვებზე და საყვარელ ცოლზე - "ჩავიდოდი საქართველოში... ბებია ქართველი მყავს..."

2026-10-25 11:25:13+04:00

მერაბ დვალიშვილის და პიოტრ იანის ორთაბრძოლას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ გამარჯვება მერაბს ეკუთვნოდა, თუმცა ოფიციალურად მისმა მეტოქემ გაიმარჯვა, რომელიც, სხვათა შორის, მერაბმა 2023 წელს დაამარცხა და მაშინ იანს "წლის იმედგაცრუებაც" კი უწოდეს.

49cacddec46bd8792fe70b2bfabce-1792914378.webp

თუმცა მებრძოლი ორ წელიწადში დაბრუნდა და ცნობილი მეტოქის დამარცხებით ტიტული მოიპოვა, რომელიც ამჯერად კვლავ შეინარჩუნა.

ვინ არის პიოტრ იანი, რომელიც ხშირად უსვამს ხაზს ქართულ ფესვებს და ვინ აძლიერებს მას ყველაზე მეტად?

ბიჭი ციმბირიდან

პიოტრ იანი 1993 წლის 11 თებერვალს, რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, ქალაქ დუდინკაში დაიბადა მრავალშვილიან (რვაშვილიან) ოჯახში - ის მეექვსე იყო. ჰყავს სამი ძმა და ოთხი და. ოჯახს არ ულხინდა და საკმაოდ ბევრი გაჭირვებაც უნახავს. როგორც თავად ყვება, ასეთ გარემოში, სადაც საკუთარი ადგილის დამკვიდრება და ყოველდღიური სირთულეების გადალახვა ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი იყო, ჩამოყალიბდა მისი ხასიათი.

იანს, მისივე მონათხრობის თანახმად, რუსულის გარდა, ჩინური და ქართული ფესვები აქვს. გვარი იანი სწორედ ჩინელი წინაპრების დამსახურებაა. ხოლო ბებია, მისივე თქმით, ნახევრად ქართველი იყო და ამ ფაქტს არაერთხელ გაუსვა ხაზი მერაბთან ბრძოლის წინ...

კრივით 11 წლის ასაკში დაინტერესდა. თავდაპირველად უფროსი ძმის მაგალითმა მიიზიდა სპორტდარბაზისკენ. მოგვიანებით თავად იხსენებდა, რომ ძმის ვარჯიშიდან დაბრუნებას აკვირდებოდა და მასავით ვარჯიში სურდა.

თუმცა მოზარდობისას მხოლოდ სპორტით არ შემოიფარგლებოდა. 14 წლის ასაკიდან ფიზიკურად შრომობდა, რათა ოჯახს დახმარებოდა და საკუთარი ფულიც ჰქონოდა - მანქანებს რეცხავდა, ბარჟებს ტვირთავდა, მოგვიანებით, ომსკში ცხოვრებისას, ვარჯიშის პარალელურად ღამის კლუბში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. მაშინ პროფესიული სპორტი ჯერ კიდევ არ იძლეოდა გარანტიას, რომ ოდესმე ოჯახს სტაბილურად უზრუნველყოფდა...

საყვარელი ქალი

პიოტრი იმასაც ამბობს, რომ შრომისა და ამტანობის გარდა, მის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მის ცოლს, რომელიც მის გვერდით სწორედ დიდ წარმატებებამდე გამოჩნდა და მუდმივად აძლიერებდა.

1215x1215-0xklidrfq0-8986392608115366262-1792914778.jpg

პიოტრი 19 წლის იყო, იულია — 20-ის და მათი ურთიერთობა ჩვეულებრივი ინტერნეტმიმოწერით დაიწყო, შემდეგ კი სიყვარულში გადაიზარდა. „ყველა ჩემი თაყვანისმცემელი მაშინვე ჩამოიშორა. ახალი ტელეფონი და ახალი SIM-ბარათი მომიტანა. ლამაზად მეპატიჟებოდა და ყურადღებას მაქცევდა. თან სპორტსმენი იყო, მოკრივე“, — იხსენებდა იულია.

1012x1012-0xvvunnflu-5005806221784429369-1792914778.jpg

იულია იანი სოციალურ ქსელებში ოჯახურ ფოტოებს პერიოდულად აქვეყნებს, თუმცა ქმრის მსგავსად მუდმივად საჯარო ყურადღების ცენტრში ყოფნას არ ცდილობს. რუსულ მედიაში მისი გარეგნობის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ და ხშირად ბარბის ადარებენ.

1440x1800-0xjbdoi6o2-7738954401249548504-1792914779.jpg1440x1693-0x8ctdf73x-1823577719936706340-1792914779.jpg

წყვილი 2018 წელს ეკატერინბურგში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროისთვის იანი უკვე პროფესიულ სპორტში წინ მიიწევდა და თავისი კარიერის ახალ ეტაპზე გადადიოდა. 2016 წელს პიოტრი და იულია პირველად გახდნენ მშობლები. მათ ვაჟი, დანიილი, შეეძინათ. 2020 წელს ოჯახს მეორე ვაჟი, კონსტანტინი, შეემატა. მეორე შვილის დაბადების ისტორიას განსაკუთრებული გარემო ახლდა. იულია ტაილანდში იმყოფებოდა, სადაც პიოტრი მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ საწვრთნელ შეკრებას გადიოდა. პანდემიისა და გადაადგილების შეზღუდვების გამო ოჯახი იქ მოსალოდნელზე დიდხანს დარჩა.

ეს იყო პერიოდი, როდესაც სპორტსმენის ცხოვრება მხოლოდ ვარჯიშისა და შეჯიბრებებისგან აღარ შედგებოდა. მის ყოველდღიურობაში ორი პატარა შვილის მამობაც სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.კონსტანტინის სახელი ცნობილ მოკრივე კონსტანტინ ცზიუს უკავშირდება — ბიჭს სახელი სწორედ მის პატივსაცემად შეურჩიეს.

როგორც თავად ამბობს, ორი ვაჟის მამობა პიოტრის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

1440x1920-0x7crnbdoo-8604429983615671450-1792914780.jpg961x1200-1-ba2c3e7c30cce1a5332ff0340c937d581440x1799-0xpad0wvjv-0751046558722351415-1792914778.jpg.webp

4ae5f182c43f79938ff7c9a5b9582-1792915504.webp

petr-yan-at-kremlin-award-ceremonies-with-president-putin-1792915504.jpgimages-1792915504.jfifefd62a7904ed18d43fb553fefd069-1792915504.webp

UFC-ს პირველი ქალი ჩემპიონის მძიმე გზა წარმატებამდე - ოჯახური ტრაგედია, ბულინგი სკოლაში და გამარჯვებებად ქცეული ტრავმები
მერაბ დვალიშვილმა დაბადების დღე საქართველოში აღნიშნა - ცნობილი მებრძოლი 35 წლის გახდა (ვიდეო)
ნინა, კარგად ვარ, არ მოვმკვდარვარ, უბრალოდ ვიბრძოლე... - ბრძოლის მერე მერაბ დვალიშვილი ნინა დრამამ მოინახულა (ვიდეო)
ვინ არის არმან ცარუკიანის ცოლი და რატომ მალავს მას? - ამბები ახალქალაქელ მებრძოლზე, რომელმაც მთელი საქართველო გადაიმტერა
ყველაზე მდიდარ სპორტსმენად აღიარებული მებრძოლის, კონორ მაკრეგორის მილიონიანი ქორწილი ვატიკანში - როგორც იქცა ჩვეულებრივი სანტექნიკოსი მილიონერად?