ცნობილი ხდება ფოთში, ქმრის მიერ მოკლული ქალის ვინაობა, ის აფხაზეთიდან დევნილი იდა ყალიჩავაა.
დილით ცნობილი გახდა, რომ 4 შვილის დედა ქმარმა ჯერ ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა 112-ში დილით დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა. ბრალდებული - ზაზა კარბაია ამჟამად იზოლატორშია გადაყვანილი.
ადგილობრივების თქმით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა. ქალი ერთ-ერთი საშაურმეს თანამშრომელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით ფემიციდის დროს შვილები სახლში არ იყვნენ.
ამ წუთებში სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. განაგრძეთ კითხვა