Medicube და ANUA  - კორეული კანის მოვლის საკულტო ბრენდები - უკვე IMPEX -ის აფთიაქებში - მშობლები

Medicube და ANUA  - კორეული კანის მოვლის საკულტო ბრენდები - უკვე IMPEX -ის აფთიაქებში

2026-10-26 10:59:13+04:00

სააფთიაქო ქსელი IMPEX კანის მოვლის ასორტიმენტს K-Beauty-ის ორი გლობალურად გამორჩეული ბრენდით - ANUA-თი და Medicube-ით - აფართოებს. საერთაშორისო სილამაზის ინდუსტრიაში განსაკუთრებული პოპულარობის მქონე ბრენდები, რომლებმაც მილიონობით მომხმარებლის ყურადღება მიიპყრეს, საქართველოში პირველად, სააფთიაქო ქსელის ფორმატში, სწორედ IMPEX-შია წარმოდგენილი. სიახლე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, კორეული კანის მოვლის მსოფლიოში მოთხოვნადი პროდუქტები უკვე საქართველოს სააფთიაქო სივრცეშიც აღმოაჩინოს.

K-Beauty გლობალური სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური მიმართულებაა, რომელიც ინოვაციური ფორმულებით, აქტიური ინგრედიენტებითა და კანის მოვლის მრავალეტაპიანი მიდგომით გამოირჩევა. ANUA და Medicube კორეული კანის მოვლის საერთაშორისო წარმატების გამორჩეული მაგალითებია, თუმცა თითოეულს განსხვავებული მიდგომა აქვს: ANUA უპირატესობას ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებსა და კანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მოვლას ანიჭებს, ხოლო Medicube თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აქტიურ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ ფორმულებს აერთიანებს.

ANUA - ბუნებრივი ინგრედიენტები და მიზნობრივი კანის მოვლა

ANUA საერთაშორისო აღიარების მქონე კორეული კანის მოვლის ბრენდია, რომელიც ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებითა და კანის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ფორმულებით გამოირჩევა. მის ასორტიმენტში კორეული მცენარეული ექსტრაქტები, მათ შორის Heartleaf (გულისფოთოლა), თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოყენებულ აქტიურ ინგრედიენტებს - ნიაცინამიდს, ტრანექსამის მჟავას, ჰიალურონის მჟავასა და კორეული კანის მოვლის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ინგრედიენტს, PDRN-ს - ერწყმის. ბრენდის პროდუქცია კანის დამშვიდებაზე, დატენიანებაზე, ტონის გათანაბრებასა და ჯანსაღი იერის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

ბრენდის გლობალურ პოპულარობას მისი საერთაშორისო გაყიდვებიც ადასტურებს - 2025 წლის მდგომარეობით, მსოფლიოს 160 ქვეყანაში ANUA-ს 40 მილიონზე მეტი პროდუქტი გაიყიდა. 2026 წელს კი ბრენდის პირველ გლობალურ ამბასადორად კენდალ ჯენერი დასახელდა.

ANUA-ს ერთ-ერთი გამორჩეული და მოთხოვნადი ხაზია Heartleaf, რომლის პოპულარული პროდუქტია Heartleaf 77% დამამშვიდებელი ტონერი. ბრენდის ოფიციალური ინფორმაციით, პროდუქტმა ამერიკულ Amazon-ზე სახის ტონერების კატეგორიაში №1 ბესტსელერის სტატუსი მოიპოვა. Heartleaf ექსტრაქტზე დაფუძნებული მსუბუქი ფორმულა ხელს უწყობს კანის დამშვიდებას, დატენიანებასა და ტენიანობის ბალანსის შენარჩუნებას.

ANUA-ს კიდევ ერთი მომხმარებლის ფავორიტი პროდუქტია სახის შრატი ნიაცინამიდით (10%) და ტრანექსამის მჟავით (TXA 4%). კონცენტრირებული ფორმულა ხელს უწყობს პიგმენტური ლაქებისა და პოსტაკნეს კვალის ხილვადობის შემცირებას, კანის ტონის გათანაბრებასა და უფრო ერთგვაროვანი, ნათელი იერის მიღებას. შრატი კანს ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს.

Medicube - ინოვაციური ტექნოლოგიები კანის ყოველდღიური მოვლისთვის

Medicube გლობალური პოპულარობის განსაკუთრებული სწრაფი ზრდით გამორჩეული კორეული კანის მოვლის ბრენდია, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მაღალეფექტურ აქტიურ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ ფორმულებს აერთიანებს. ბრენდის პროდუქცია კანის სხვადასხვა საჭიროებაზე - ტექსტურის გაუმჯობესებაზე, დატენიანებაზე, ელასტიურობასა და ბუნებრივ ბზინვარებაზეა ორიენტირებული. Medicube-ის მიდგომა თანამედროვე დერმოკოსმეტოლოგიური ტექნოლოგიების ყოველდღიურ მოვლაში ინტეგრირებას ეფუძნება. ბრენდის საერთაშორისო წარმატებას ელექტრონულ კომერციაში მიღწეული შედეგებიც უსვამს ხაზს, მათ შორის 2026 წლის Navigo Marketing-ის მონაცემებით, Medicube ამერიკულ Amazon-ზე Beauty & Personal Care კატეგორიაში გაყიდვების წილით პირველ ადგილზეა.

Medicube-ის ერთ-ერთი გამორჩეული ხაზია ვარდისფერი PDRN, რომელიც კანის დატენიანებაზე, ელასტიურობის გაუმჯობესებასა და ბუნებრივი ბზინვარების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ხაზის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია PDRN Pink Collagen Capsule Cream - კოლაგენის კაფსულური კრემი, რომელიც ინოვაციური ორმაგი ტექსტურით გამოირჩევა. ფორმულა აერთიანებს ორაგულის დნმ-დან მიღებული PDRN-ის შემცველ ვარდისფერ კაფსულებსა და გამჭვირვალე გელს, რომლებიც გამოყენებისას ერთმანეთს ერწყმის. კოლაგენით, ჰიალურონის მჟავითა და ნიაცინამიდით გამდიდრებული კრემი ხელს უწყობს კანის დატენიანებას, უფრო გლუვი და ელასტიური იერის მიღწევასა და ბუნებრივი ბზინვარების გაძლიერებას. პროდუქტი განსაკუთრებით რეკომენდებულია მშრალი და კომბინირებული კანისთვის.

ორივე ბრენდი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც კორეული კანის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტენდენციით - Glass Skin ეფექტით - ინტერესდება. ეს კონცეფცია კარგად დატენიანებულ, გლუვ და ბუნებრივად ბზინვარე კანს გულისხმობს, რომლის მიღწევაშიც მნიშვნელოვანი როლი კანის საჭიროებებზე მორგებულ, თანმიმდევრულ მოვლას ენიჭება.

აღმოაჩინეთ ANUA-სა და Medicube-ის შერჩეული ასორტიმენტი IMPEX-ის აფთიაქებში და შეარჩიეთ თქვენი კანის საჭიროებებზე მორგებული მოვლის პროდუქტები.

R