დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, დადგენილი 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge. ამის შესახებ ინფორმაციას შპს საგანმანათლებლო რესურსები აქვეყნებს.
საიტზე შეგიძლია, გაეცნოთ, სამოსის როგორც ზომებს, ასევე ღირებულებას. ფორმის შეძენა შესაძლებელია, ონლაინ, საკურიერო მომსახურებითაც.
აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია ცალკეული მოდელების შეძენა. სრული კომპლექტის შეძენა სავალდებულო არ არის.
მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ონლაინ შეძენილი სასკოლო ფორმის გადაცვლის ან დაბრუნების მიზნით, მიმართოს შპს "საგანმანათლებლო რესურსებს".
ქარხნული წუნის აღმოჩენის, ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევებში 14 დღის განმავლობაში შესაძლებელია შესყიდული ფორმის გადაცვლა/დაბრუნება.
ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ერთჯერადად. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაზე.
სასკოლო ფორმის გადაცვლის ან დაბრუნების შემთხვევაში, ტანსაცმელი უნდა იყოს დაუზიანებელი, შენარჩუნებული ჰქონდეს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, ეტიკეტი და მას არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი.
სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
დიახ. კუთვნილ უსასყიდლო კომპლექტს ონლაინ შეკვეთითაც მიიღებთ - ეს ერთეულები კალათაში 0 ₾-ად აისახება და გადასახდელი მხოლოდ მიწოდების საფასური რჩება. კომპლექტის ზემოთ დამატებული ნივთი კატალოგში მითითებული ფასით იყიდება.
უსასყიდლოდ გადასაცემი კომპლექტი მოიცავს:
მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 რეალიზაციის პუნქტი იფუნქციონირებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
იხილეთ სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალი:formebi.emis.ge/locations