შემოდგომა-ზამთრის სეზონი მშობლებისთვის განსაკუთრებულ საზრუნავთან ასოცირდება. ამ პერიოდში ბავშვების ყოველდღიურობას ხშირად თან ახლავს გაციება, ხველა, სურდო და სხვა რესპირაციული ინფექციები. განსაკუთრებით კარგად იცნობენ ამ პრობლემას ის მშობლები, რომელთა შვილებიც საბავშვო ბაღში ან სკოლაში დადიან.
ცივი სეზონის პერიოდში რესპირაციული ინფექციების გავრცელებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს. ტემპერატურის კლებასთან ერთად ბავშვები მეტ დროს ატარებენ დახურულ სივრცეებში. სწორედ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, სადაც ყოველდღიურად უამრავი ბავშვი იყრის თავს, ვირუსების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება. არცთუ იშვიათად, ავადობის ერთი ეპიზოდის დასრულებას მალევე მეორე მოჰყვება. შედეგად, ბავშვებს უწევთ ბაღისა თუ სკოლის გაცდენა, მშობლებს კი ყოველდღიური გეგმების შეცვლა და პატარების ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვა.
ხშირი ავადობა მხოლოდ რამდენიმე დღით გამოწვეული დისკომფორტი არ არის. განმეორებითმა ვირუსულმა ინფექციებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის ყოველდღიურ აქტივობაზე, ძილის რეჟიმსა და სასწავლო პროცესზე. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს ან გართულებებითაც ხასიათდება, რაც ექიმის დროულ ჩართულობას საჭიროებს.
ბუნებრივია, ასეთ დროს ჩნდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა სეზონური ინფექციების რისკის შემცირება და როგორ უნდა მოვემზადოთ, როდესაც მათი გავრცელების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია?
ინფექციებთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანეს როლს იმუნური სისტემა ასრულებს, თუმცა ბავშვების იმუნური სისტემა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და ამიტომ ბოლომდე ვერ იცავს მის ორგანიზმს ინფექციებისგან.
იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება, მოწესრიგებული ძილი, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ყოველდღიური ჩვევები. ინფექციების პრევენციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელების ჰიგიენა, შენობების განიავება და იმუნიტეტის გაძლიერება.
სასუნთქი სისტემის იმუნიტეტის გასაძლიერებლად თანამედროვე მედიცინა იყენებს იმუნომოდულაციურ საშუალებებს, რომელთა მოქმედება ორგანიზმის იმუნური პასუხის რეგულირებასა და ბუნებრივი თავდაცვითი მექანიზმების მხარდაჭერას უკავშირდება.
მეცნიერული კვლევების საფუძველზე დადასტურებულია იმუნომოდულატორების ეფექტურობა სასუნთქი გზების ინფექციების საპროფილაქტიკოდ. სწორედ ასეთ იმუნომოდულატორს წარმოადგენს შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია, “Lallemand Pharma“-ს მიერ წარმოებული პრეპარატი, ისმიჟენი. მისი მოქმედება ეფუძნება იმუნური სისტემის კონტროლისა და დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რაც განაპირობებს ინფექციების განვითარების პრევენციას და ააქტიურებს ორგანიზმის ბრძოლის უნარს ამ ინფექციებთან.

ისმიჟენი უზრუნველყოფს ორგანიზმის ორმაგ დაცვას სასუნთქი გზების ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისგან. იგი ორგანიზმში ზრდის დაცვით მექანიზმს იმ ბაქტერიებისა და ვირუსების მიმართ, რომლებიც სასუნთქი გზების ინფექციებს იწვევენ. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს ინფექციების განვითარების პროფილაქტიკას და მათთან ორგანიზმის ბრძოლის უნარის გააქტიურებას. ისმიჟენი, როგორც ანტიგენების ნარევი, ააქტიურებს როგორც ადგილობრივ ასევე სისტემურ იმუნიტეტს.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ისმიჟეინი ამცირებს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების სიხშირეს, სიმძიმეს და ხანგრძლივობას, ასევე ამცირებს ანტიბიოტიკების მოხმარების საჭიროებას.
ისმიჟენი ინიშნება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ტონზილიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის, რინიტის, სინუსიტის, ოტიტის და სხვა ინფექციების დროს.
ისმიჟენის გამოიყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა: ანტიბიოტიკები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები და ა. შ.
ისმიჟენი გამოიყენება სასუნთქი სისტემის ინფექციების როგორც საპროფილაქტიკოდ, ასევე მწვავე პერიოდში.
მწვავე პროცესების დროს:
6 თვიდან 12 წლამდე: ½ ტაბლეტი ერთხელ დღეში. 12 წლიდან ბავშვებში და მოზრდილებში: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ენის ქვეშ გასაწუწნად. მცირე ასაკის ბავშვებში შესაძლებელია დაფხვნილი ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობის სითხეში (წყალი,წვენები). მკურნალობის ხანგრძლივობა 10-30 დღე.
საპროფილაქტიკოდ: დღეში ერთხელ ენის ქვეშ გასაწუწნად 10 დღის განმავლობაში. 20-დღიანი შესვენების შემდეგ, 10-დღიანი კურსი ისევ მეორდება. მკურნალობის სრული კურსი, როდესაც მიიღწევა მაქსიმალური იმუნოთერაპიული ეფექტი, შეადგენს 3 თვეს.
R