ვერაზე მოკლილი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა, თათია ჩირგაძე, სოციალურ ქსელში წერს:
მკვლელობა 2026 წლის 22 ივლისს თბილისში, ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მოხდა. სროლის შედეგად 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი დაიღუპა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. 23 ივლისს სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნიკოლოზ კაპანაძე დააკავეს. სასამართლომ კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში, სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში, პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში. ბოლო მონაცემებით, გამოძიების ვადა გახანგრძლივდა და 27 ოქტომბერს დანიშნული წინასასამართლო სხდომა გადაიდო. პროკურატურამ დამატებითი დრო მოითხოვა, კაპანაძე კი პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ბრალდებულის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა გაცემული არ არის.