ინფლუენსერი ლიზი ქონიაძე, რომელსაც ბევრი "პრაიმ ჰაუსიდან" იცნობს, 2024 წლის დეკემბერში გახდა პირველად დედა. მას და მის მეუღლეს გიორგი ბუაძეს ვაჟი ჰყავთ - ლუკა.
ახლა კი გაირკვა, რომ ლიზი მეორე შვილს ელოდება. ეს სიახლე თავის მეგობრებს, მათ შორის მეჯვარეებს - ნუცა თოფურიას და მარიამ შენგელიას, სიურპრიზად აცნობა და ემოციური ვიდეოც გამოაქვეყნა.
ფეხმძიმე ლიზიმ ახალი ფოტოსესიის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
2024 წელს ლიზის და გიორგის მეგობრების წრეში ჰქონდათ ქორწილი და ქორწილშივე მოაწყო წყვილმა სქესის გაგების ცერემონია. ასე გაიგეს, რომ ვაჟს ელოდებოდნენ. ქორწილის შემდეგ ცოლ-ქმარი საფრანგეთში გაემგზავრა თაფლობისთვის გასატარებლად.