არტერიული წნევის გაზომვა ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია, რომელზეც გართულებების პრევენცია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს წესების დაცვას, რათა ზუსტი მონაცემი მივიღოთ, მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის აპარატით ვიზომავთ წნევას - ელექტრონულით, თუ მექანიკურით.
განსაკუთრებით აქტუალურია საკითხი, თუ რამდენად სანდოა ელექტრო წნევის საზომი აპარატები და იძლევა თუ არა რეალურ შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ავტომატური აპარატები პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, მისი სიზუსტე დიდწილად დამოკიდებულია გაზომვის წესების დაცვაზე. ამასთან, ზუსტი შედეგების მისაღებად მნიშვნელოვანია აპარატის ხარისხიც.

მეტი დეტალის შესახებ, როგორ გავიზომოთ წნევა სწორად და რა შეცდომები უნდა ავირიდოთ თავიდან, დეტალურად საუბრობს ოჯახის ექიმი, ენდოკრინოლოგი მაია ანჩიბაია:
არტერიულ წნევას ხშირად ადამიანები არასწორად იზომავენ. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომებია: საუბარი გაზომვის პროცესში, ფეხის ფეხზე გადაჯვარედინება, მანჟეტის ტანსაცმელზე გაკეთება, დასვენების გარეშე წნევის გაზომვა და არასწორი პოზიცია.
არასწორად გაზომილმა წნევამ შეიძლება წნევის მაჩვენებელი ხელოვნურად გაზარდოს ან შეამციროს, რადგან ეს ფაქტორები გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევასა და კუნთების დაძაბულობაზე, რაც აისახება არტერიული წნევის მაჩვენებელზე.
სახლის პირობებში ავტომატური წნევის აპარატის გამოყენება მოსახერხებელი და სანდოა, მთავარია, აპარატი სწორად იყოს შერჩეული და დავიცვათ გაზომვის წესები. ავტომატური წნევის აპარატის შერჩევისას მნიშვნელოვანია კლინიკური ვალიდაცია, მანჟეტის სწორი ზომა, მკაფიო ეკრანი და მეხსიერება, რათა მოხდეს გაზომილი წნევის მაჩვენებლის, დროისა და თარიღის შენახვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის შეფასებისთვის.
წნევის გაზომვის პროცესში დასხედით სწორად, ზურგი მიაყრდენით საზურგეს, ორივე ფეხი იატაკზე დადეთ, არ გადააჯვარედინოთ. მანჟეტი გაიკეთეთ შიშველ მკლავზე, ხელი კი მაგიდაზე მოათავსეთ ისე, რომ მკლავი გულის დონეზე იყოს. გაზომვისას არ ისაუბროთ და არ იმოძრაოთ.
წნევასთან ერთად პულსიც ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ხშირად ამას არ აქცევენ ყურადღებას. არარეგულარული რიტმი, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია ანუ წინაგულების ფიბრილაცია შეიძლება უსიმპტომო იყოს, თუმცა ინსულტისა და გულის უკმარისობის რისკს ზრდის. არსებობს ავტომატური წნევის საზომი აპარატები, რომლებიც სპეციალური ტექნოლოგიების დახმარებით წინაგულების ფიბრილაციის შესაძლო ნიშნების აღმოჩენაში გვეხმარება.
როგორ შევარჩიოთ წნევის საზომი ავტომატური აპარატი
არტერიული წნევის სახლის პირობებში მონიტორინგისთვის უკვე უმეტესად ავტომატურ აპარატებს მიმართავენ. იმისათვის, რომ მიღებული მონაცემები ექიმისთვის სანდო და სამედიცინო თვალსაზრისით ღირებული იყოს, აუცილებელია, მაღალი სიზუსტისა და პროფესიონალური სტანდარტების მქონე აპარატის გამოყენება. სწორედ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია „მიკროლაიფი“ (Microlife), რომლის WatchBP Home სერიის ავტომატური წნევის საზომი აპარატები მკაცრი კლინიკური კვლევების საფუძველზეა შექმნილი.
ბრენდს გავლილი აქვს საერთაშორისო კლინიკური ვალიდაცია და აღიარებულია ისეთი მსოფლიო სამედიცინო ორგანიზაციების მიერ, როგორიც არის ევროპის ჰიპერტონიის საზოგადოება - ESH, ამერიკის ჰიპერტონიის ასოციაცია - AHA და სხვა. „მიკროლაიფის“ ავტომატური წნევის საზომი აპარატები რეკომენდებულია ორსულებისთვის (მათ შორის, პრეეკლამპსიის რისკის დროს); შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის ქრონიკული გართულებების მქონე პაციენტებისთვის.

მიკროლაიფის ავტომატური აპარატი
მექანიკური აპარატებისგან განსხვავებით „მიკროლაიფის“ WatchBP Home მოდელს აქვს სპეციალური 7-დღიანი თვითმზომი პროგრამა, რომელიც ზუსტად იმეორებს ევროპისა და ამერიკის ჰიპერტონიის წამყვანი საზოგადოებების გაზომვის ოფიციალურ გაიდლაინებს:

სახლში წნევის კონტროლისთვის Microlife WatchBP Home სერია არის საუკეთესო არჩევანი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იძლევა კლინიკური დონის მონიტორინგის შესაძლებლობას.
R