საქართველოში წვიმიანი ამინდი უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება, თუმცა თვის ბოლოსა და ნოემბრის პირველ დღეებში ცალკეულ რეგიონებში გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. როგორი ამინდი იქნება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში და რას უნდა ველოდოთ დედაქალაქში - ამის შესახებ ambebi.ge-სთან სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი საუბრობს. დასავლეთ საქართველოში წვიმა 30 ოქტომბრიდან დაიწყება
"ჯერჯერობით დასავლეთ საქართველოში ისევ აღმოსავლეთის ქარია, საკმაოდ ძლიერი. ასე იქნება დღეს და ხვალ, 30-ის ჩათვლით. მერე უკვე 30-ში დღის პირველ ნახევრამდე იქროლებს, შემდეგ კი წვიმა დაიწყება დასავლეთ საქართველოში. 30-ში, 31-ში იწვიმებს და პირველში, ორში ცოტათი გამოიდარებს“, - ამბობს თამარ პაპაშვილი.
სინოპტიკოსის პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის სურათი განსხვავებული იქნება.
პაპაშვილის განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველოში ამჟამად ტემპერატურა დაახლოებით 14-16 გრადუსის ფარგლებშია, თუმცა მომდევნო დღეებში სითბოა მოსალოდნელი. თბილისში ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს.