5 სამაგიდო თამაში, რომელსაც თბილისის წიგნის დღეებზე აღმოაჩენ - მშობლები

5 სამაგიდო თამაში, რომელსაც თბილისის წიგნის დღეებზე აღმოაჩენ

2026-10-29 14:21:07+04:00

წიგნის კითხვისა და ახალი აღმოჩენების მოყვარულებისთვის, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში „თბილისის წიგნის დღეები“ გაიმართება. წიგნებთან ერთად, ღონისძიებაზე სხვა საინტერესო პროდუქტებსაც შეხვდებით, რომლებიც ცოდნის მიღებასა და გართობას აერთიანებს.

სამაგიდო თამაშები ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად კარგი არჩევანია - ზოგი მათგანი გამოცნობისა და ლოგიკური აზროვნების უნარებს ავითარებს, ზოგი კი ხელოვნების, ლიტერატურისა და ახალი სამყაროების აღმოჩენის შესაძლებლობას გვთავაზობს. ფიროსმანის შემოქმედებით დაწყებული, „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროთი გაგრძელებული და ჯადოსნური ჭადრაკით დასრულებული, ეს თამაშები განსხვავებული ინტერესებისა და ასაკის ადამიანებისთვის საინტერესო გამოცდილებად შეიძლება იქცეს. „პალიტრა L-ის“ სტენდთან შემდეგი სამაგიდო თამაშები ფასდაკლებით დაგხვდებათ.

ფიროსმანი

877217148-1103556919128606-3577982670947590502-n-1793269345.jpg

ყუთში დაგხვდებათ ფიროსმანის ორი სხვადასხვა ნახატის პაზლი, ასევე წიგნი, რომელიც გაგაცნობთ მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ნაკრებს ფესტივალზე 45 ლარის ნაცვლად 35 ლარად შეიძენთ.

თამაში მინიშნებებით - აბა, გამოიცანი გუნდასთან ერთად!

867040015-3281237912087148-2379712221463672420-n-1793269345.jpg

აბა, გამოიცანი გუნდასთან ერთად! ამ ფერად ყუთში სხვადასხვა ფერის 60 ბარათი დაგხვდებათ. მათზე გამოსახული საგნები მოთამაშეებმა სხვადასხვა ფერის მინიშნებებით უნდა გამოიცნონ: 5 ბარათი − სიტყვით, 5 ბარათი − ჟესტით, 50 ბარათი კი − როგორც სიტყვით, ისე ჟესტით. ყუთში ასევე დაგხვდებათ გასაფერადებელი წიგნი აქტივობებით. მას წიგნის დღეებზე ფასდაკლებით 16 ლარად შეიძენთ.

ვეფხისტყაოსანი − შაირობა − თამაში ბარათებით

871551754-2508342526324379-2455585681860262505-n-1793269345.jpg

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშია. პოემის უმთავრესი მნიშვნელობა მის ჰუმანისტურ ფილოსოფიაშია, რომელიც თავისი დროისთვის რევოლუციური იყო: აქ ქალი და მამაკაცი თანასწორია, მეგობრობა უზენაეს მსხვერპლშეწირვას მოითხოვს, ხოლო „ბოროტსა სძლია კეთილმან“ არ არის მხოლოდ ფრაზა, ეს სამყაროს წესრიგის რწმენაა. პოემა იქცა ქართველი ერის მორალურ კოდექსად, რომელშიც მიწიერი სიყვარული ღვთაებრივ ჰარმონიასთან არის გაიგივებული და ადამიანის თავისუფალი ნება ბედისწერაზე მაღლა დგას. ყუთში გელოდებათ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი უნიკალური, საინტერესო თამაში ბარათებით, „შაირობა“. მიხაილ ზიჩის ილუსტრაციებითა და ბარათების დახმარებით,კიდევ უფრო ღრმად გავეცნობით შოთა რუსთაველის მიერ შექმნილ საოცარ სამყაროს და შევისწავლით მას. თამაშის ავტორია გიორგი გვიშიანი.

მოგზაური თაგუნია

875723101-2110290959598642-7936032171455755458-n-1793269345.jpg

"ყუთში მოთავსებულია სამი სხვადასხვა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი თამაში: ""მოგზაური თაგუნია"", ""სამ მწკრივში"" და ""პიქროგრამა"". ყუთში დაგხვდებათ: სათამაშო დაფა, 4 თაგუნიას ბარათი, 25 სათამაშო ბარათი, ინსტრუქციის ფურცელი. "

ჭადრაკი

866821168-2164646987739669-3654727035835928468-n-1793269345.jpg

ეს არ არის ჩვეულებრივი ჭადრაკი - ეს საოცარი და ჯადოსნური ჭადრაკია, ულამაზესი ფიგურებითა და მაგიური ისტორიით. აქ ტრადიციული ფიგურების ნაცვლად მეფედ სპილო გვევლინება თავის მეწყვილე ლაზიერთან ერთად, კუს როლს მელია თამაშობს, მხედარი პატარა პონია, ეტლის ადგილას კურდღელი დახტის, ხოლო პაიკებად პაწაწინა თაგუნიები განლაგდებიან დაფაზე. სხვა ჭადრაკებისგან და სხვა მეფეებისგან განსხვავებით, ჩვენი თამაშის სპოლო- მეფეს სახელიც კი შევურჩიეთ - ირფალიონი. ირფალიონს მრავალფეროვანი და გამორჩეული ცხოვრება ჰქონდა. წარმოიდგინეთ, სანამ ჭადრაკის მეფე გახდებოდა, ცირკის ჯადოსნურ ექსპრესთან ერთად მოგზაურობდა დედამიწის გარშემო და უამრავი, გასაოცარი თავგადასავალი გადახდა თავს, რომლებსაც თავად მოგიყვებათ იმ წიგნით, მალე რომ დაწერს.

„თბილისის წიგნის დღეები“ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 1 ნოემბერს დასრულდება.

R