კარდიოლოგი ზურაბ ფაღავა გადაცემაში "ახალი დღე” საუბრობს, როგორ უნდა გავიზომოთ არტერიული წნევა, რომ ზუსტი მონაცემები მივიღოთ და რა შეცდომებს უშვებენ ამ დროს ყველაზე ხშირად ადამიანები:
- როდესაც წნევა იზომება პირველად, წნევა აუცილებლად ორივე ხელზე უნდა გაიზომოს. ეს მხოლოდ ერთხელ ხდება. თუ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ განსხვავება არ არის, ან განსხვავება ხუთი-ათი მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტის, მაშინ შემდგომში წნევის გაზომვა ნებისმიერ ხელზე შეგვიძლია.
მაგრამ როდესაც საქმე წნევის კორექტულად გაზომვას ეხება, ის ორივე ხელზე უნდა გაიზომოს. დაუშვებელია, მაგალითად, ერთ შემთხვევაში წნევა რელაქსირებულ მდგომარეობაში ცალ ხელზე გაზომო, ხოლო მეორე ხელზე - გადაწეულ მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში წნევა სხვადასხვა იქნება. ამიტომ, ამ ხელზეც ზუსტად ისევე უნდა გაიზომოს წნევა, როგორც წინა გაზომვის შემთხვევაში.
თუ განსხვავება 20 მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტზე მეტი იქნება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ლავიწ ქვეშ არსებული არტერიების მდგომარეობა, იმიტომ, რომ შესაძლებელია იქ იყოს შევიწროება. ეს, როგორც წესი, ათეროსკლეროზით ან სხვა დაავადებითაა გამოწვეული, რაც ამა თუ იმ მხარეს სისხლის ნაკადის შემცირებას განაპირობებს.
- ნორმა ის არის, როცა წნევა ორივეგან კორექტულად იზომება.
- ამისთვის არსებობს დუპლექს სკანირება - ულტრაბგერითი მეთოდი, რომელიც ძალიან კარგია.
- ძალიან კარგია, რომ ამას კითხულობთ, იმიტომ, რომ მოსახლეობამ ეს უნდა იცოდეს. ადამიანი მოხერხებულად უნდა იჯდეს, ბეჭები აუცილებლად რელაქსირებული უნდა ჰქონდეს და ორგანიზმი მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს. როდესაც კუნთები დაძაბულია, წნევა მატულობს. ამით ხშირად სარგებლობენ წვევამდელები, რომლებიც თავის ექიმს ერთ ხელს აძლევენ, რომელიც რელაქსირებულია, მეორე ხელს ძაბავენ. ასეთ დროს წნევა იმატებს. ამიტომ, ორგანიზმი სრულად მოდუნებული უნდა იყოს. მანჟეტი გულის დონეზე უნდა იყოს. თუ მანჟეტი მაჯისაა, ისიც გულის დონეზე უნდა იყოს, იმიტომ, რომ ქვევიდან დაწეული მანჟეტი მაღალ წნევას აჩვენებს, ხოლო ზევით აწეული მანჟეტი - დაბალს. ამიტომ ის აუცილებლად გულის დონეზე უნდა იყოს.