"საშინელი კაცები... ისინი ძალადობდნენ, ამაზრზენად იქცეოდნენ... საკუთარი სხეული შემზიზღდა..." - Playboy-ს დამფუძნებლის ქვრივის სკანდალური აღიარება ქმარზე, დონალდ ტრამპზე, ჯეკ ნიკოლსონზე და სხვა ცნობილ მამაკაცებზე - მშობლები

"საშინელი კაცები... ისინი ძალადობდნენ, ამაზრზენად იქცეოდნენ... საკუთარი სხეული შემზიზღდა..." - Playboy-ს დამფუძნებლის ქვრივის სკანდალური აღიარება ქმარზე, დონალდ ტრამპზე, ჯეკ ნიკოლსონზე და სხვა ცნობილ მამაკაცებზე

2026-10-30 15:10:06+04:00

Playboy-ს დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის ქვრივმა, 39 წლის მოდელმა კრისტალ ჰეფნერმა (ქალიშვილობის გვარი ჰარისი), ჰეფნერი გაუპატიურებასა და ინცესტში დაადანაშაულა.Lisa Guerrero Unleashed პოდკასტში კრისტალს ჰკითხეს, იყო თუ არა ქორწინებისას ძალადობის, გაუპატიურების მსხვერპლი, მან უპასუხა: „ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე, რაც მას სურდა... იყო დრო, როცა საძინებელში თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი. იქ ისეთი რაღაცები ხდებოდა, რამაც საბოლოოდ უსიამოვნო შედეგები გამოიწვია“.

  • ჰიუ ჰეფნერი და კრისტალ ჰარისი 2012 წელს დაქორწინდნენ. იმ დროს ის 86 წლის იყო, კრისტალი კი - 26-ის.

original-3-1793359878.webporiginal-4-1793359878.webp

კრისტალმა განაცხადა, რომ ჰეფნერი მას და სხვა ქალებს აიძულებდა, ჭუჭყიანი სექს-სათამაშოები გამოეყენებინათ და თავადაც იყენებდა მათ, ქალებთან "ურთიერთობისას". როდესაც პოდკასტის წამყვანმა ლიზა გერერომ აღნიშნა, რომ ეს „გაუპატიურებას ჰგავდა“, კრისტალი დაეთანხმა. „ის სასტიკად იქცეოდა. შემდეგ ხვრინავდა და ამის შემდეგ ვცდილობდი დაძინებას, თან ყველაფერი მტკიოდა“... - თქვა მან.

original-1793359878.webp
ჰეფნერი და "ფლეიბოის" გოგოები

ჰეფნერის ქვრივმა დაწვრილებით აღწერა კიდევ არაერთი სცენა მათი საძინებლიდან, სხვა ქალების მონაწილეობით, მათ შორის, ტყუპი დის, რაც ინცესტის ტოლფასია.2008 წლიდან 2010 წლამდე ამერიკელი ტყუპი მოდელები კრისტინა და კარისა შენონები Playboy Mansion-ში ცხოვრობდნენ, როგორც ჰეფნერის სექსუალური პარტნიორები - ამავდროულად, კრისტალთან ერთად, რომელიც იმ დროს ჯერ არ იყო ჰეფნერის ცოლი. 84 წლის ჰეფნერი სამი ქალის გარემოცვაში ცხოვრობდა, თუმცა ამას არ სჯერდებოდა და პერიოდულად სხვა ქალებიც მიჰყავდა სასახლეში.

2022 წელს კარისამ განაცხადა, რომ ჰეფნერთან სექსი „გაუპატიურებას ჰგავდა“, რის შემდეგაც მან „საკუთარი სხეულის ზიზღი“ იგრძნო. 2009 წელს, როდესაც კარისა 19 წლის იყო (და გამომცემელი 84 წლის), მან შეიტყო, რომ ჰეფნერისგან იყო ორსულად და აბორტი გაიკეთა.

2026 წლის აგვისტოში კრისტალმა პოდკასტში გაამხილა, რომ ჰეფნერთან ქორწინების დროს მას „ტვინი გამოურეცხეს“. Playboy-ის სასახლეში ცხოვრებისას მას დაახლოებით 70 თანამშრომელი აკვირდებოდა. 2024 წელს ქვრივმა გამოუშვა მემუარები „თქვი მხოლოდ კარგი: როგორ გადავურჩი Playboy-ის სასახლეს და ხელახლა აღმოვაჩინე საკუთარი თავი“, რომელშიც გაამხილა, რომ ჰეფნერი აკონტროლებდა მას, აიძულებდა წონაში დაკლებას და ტანსაცმლის არჩევას. მისი გარდაცვალების შემდეგ კრისტალმა ღიად განაცხადა, რომ არასდროს უყვარდა ქმარი და აკრიტიკებდა მათ სექსუალურ ცხოვრებას...

original-8-1793361476.webp

კრისტალმა ასევე ისაუბრა მისი ცნობილი სასახლის ცნობილ სტუმრებზე და ზოგიერთ მათგანს „საშინელი ადამიანები“ უწოდა. Page Six-თან ინტერვიუში მან აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ოსკაროსანი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი და მისი კოლეგა არნოლდ შვარცენეგერი ახსენა იმ თავისებური ატმოსფეროს კონტექსტში, რომელიც მისმა გარდაცვლილმა ქმარმა შექმნა.

original-2-1793359878.webp

კრისტალ ჰეფნერის თქმით, მისმა ქმარმა შეგნებულად დაგეგმა თავისი სოციალური წრე. მან აღიარა: „სასახლეში რამდენიმე მართლაც საშინელი, ამაზრზენი მამაკაცი იყო. ეს რთული იყო. ჰეფი გარშემორტყმული იყო თანამოაზრეებით, მათ შორის იყვნენ ბილ კოსბი და დონალდ ტრამპი და ეს ძალიან სამწუხარო იყო“.

original-5-1793359878.webp
ჰეფნერის ქვრივი

მან ასევე ახსენა მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი. მისი თქმით, სასახლის მცხოვრებლებს შორის სასახლეს მეტსახელად „ჯეკ ნიკოლსონის ავტოგასამართი სადგური“ შეარქვეს. მედიამაგნატის ქვრივმა დასძინა: „ის მოვიდოდა, ისარგებლებდა იმით, რაც იყო - ქალები, საჭმელი... უბრალოდ იღებდა ყველაფერს, რაც სჭირდებოდა და მიდიოდა. ყველამ ვიცით, რომ ეს კაცი ამ სახლის მუდმივი სტუმარი იყო“.

original-1-1793359878.webp

მოდელმა ასევე გაამხილა, რომ 100 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლის ერთ-ერთ დერეფანში განთავსებული იყო „ქალთმოძულე, საშინელი“ ცნობილი ადამიანების ფოტოების გალერეა, რომლებითაც ჰიუ „შეპყრობილი“ იყო, მათ შორის კოსბი და, სავარაუდოდ, არნოლდ შვარცენეგერი. „გალერეაში იყო არნოლდ შვარცენეგერის ფოტოები, თუ როგორ ისხდნენ გოგონები მის თითოეულ ბიცეპსზე“, - იხსენებს კრისტალი.

კრისტალ ჰეფნერმა Playboy-ის დამფუძნებლის სასახლის მრავალი ვიზიტორის სექსისტური და მიზოგინური ქცევა აღწერა, როგორც იმ ზოგადი კულტურის ნაწილი, რომელიც წლების განმავლობაში აყვავდა ბრენდის გარშემო: „ბევრი მამაკაცი, ვინც ამ სასახლეში მოვიდა და ძალიან სექსისტურად იქცეოდა - ისინი ყველა ამ პრობლემის ნაწილი არიან“.

კრისტალმა ასევე დაასახელა მსახიობი და „Saturday Night Live“-ის ვარსკვლავი ჯონ ლოვიცი, როგორც Playboy Mansion-ის „ნომერ პირველი კლიენტი“ და ჰოლივუდში „ერთ-ერთ ყველაზე დიდი გარყვნილი“ უწოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ კრისტალის მიერ დასახელებული კომიკოსი ბილ კოსბი, 2014-2015 წლებში 60-ზე მეტმა ქალმა ამხილა და დაადანაშაულა მათთვის სასმელებში ნარკოტიკების გარევასა და სექსუალურ ძალადობაში. ამის გამო მსახიობმა სამი წელი გაატარა ციხეში და ჰოლივუდში პერსონა ნონ გრატად იქცა.

images-1793360932.jpg

  • Playboy, მამაკაცებისთვის განკუთვნილი ეროტიკული ჟურნალი, 1953 წლიდან გამოიცემა. ჰიუ ჰეფნერმა პირველი ნომერი ინვესტორებისგან მიღებული 10,000 დოლარით გამოსცა და მასში მერილინ მონროს შიშველი ფოტოები იყო განთავსებული. Playboy-ში სხვადასხვა დროს გამოჩნდნენ პამელა ანდერსონი, სინდი კროუფორდი, ელიზაბეტ ტეილორი, კარმენ ელექტრა და ანა ნიკოლ სმიტი. 2020 წელს ჟურნალმა რეგულარული ბეჭდური გამოცემა შეწყვიტა.
  • 2022 წელს გამოვიდა საკამათო დოკუმენტური სერიალი „Playboy Secrets“, რომელშიც ყოფილმა მოდელებმა და თანამშრომლებმა ჰეფნერი სექსუალურ შევიწროებაში, ორგიების ორგანიზებაში, შანტაჟსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულეს.

კრისტალამდე ჰეფნერი ორჯერ იყო დაქორწინებული. 1949 წელს ის მილდრედ უილიამსზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, კრისტი, და ვაჟი, დევიდი, ჰყავდათ. წყვილი 1959 წელს განქორწინდა. ოცდაათი წლის შემდეგ, 1989 წელს, მოდელ კიმბერლი კონრადზე დაქორწინდა. ამ 21-წლიან ქორწინებას ორი ვაჟი შეეძინა: მარსტონი და კუპერი.

ჰიუ ჰეფნერი 2017 წელს, 91 წლის ასაკში, გულის გაჩერებითა და ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შემდეგ კრისტალმა დაახლოებით 7 მილიონი დოლარი მიიღო. მათ დადეს ქორწინებამდელი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კრისტალი ჰეფნერის ძირითადი ქონებიდან (შეფასებული 43 მილიონ დოლარად) ამორიცხული იყო. ამის ნაცვლად, მან საქორწინო საჩუქარი მიიღო - 5 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი ჰოლივუდის ბორცვებზე და სამკაულები, რომლებიც კაცმა სპეციალურად მისთვის შეიძინა.

2025 წლის მაისში გამოცხადდა, რომ კრისტალ ჰეფნერი ქორწინდებოდა ჯეიმს უორდზე, See Through Sea ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელზე, რომელიც მასზე სამი წლით უმცროსია. 2026 წლის აპრილში ისინი აიტუტაკის კუნძულზე დაქორწინდნენ კერძო ცერემონიაზე სტუმრების გარეშე. წყვილს შვილები არ ჰყავს.

original-6-1793359878.webp

მილიარდერი პედოფილის, ეპშტეინის ახალი სკანდალური ფაილები - დონალდ ტრამპმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა, ბილ გეიტსმა კი ცოლს ვენერიული დაავადება აჰკიდა რუს ქალებთან ურთიერთობიდან
პედოფილი მილიარდერის სიაში ჯეკსონის, ბილ კლინტონის და სხვათა სახელები იპოვეს - ეპშტეინის დანაშაულებრივი საქმიანობის ახალი დეტალები
ლოლიტა ექსპრესი - პედოფილების კუნძული, სადაც არასრულწლოვანი მოდელები გავლენიანი მამაკაცების გასართობად დაჰყავდათ და მოდელი, რომელიც ამას შეეწირა