როგორ გაცვალა გერმანელმა ტურისტმა საქმრო ლურჯთვალება სვან ბიჭზე და სვანეთში დარჩა საცხოვრებლად - ზურაბ შევარდნაძის მიერ მოყოლილი ნამდვილი ამბავი - მშობლები

როგორ გაცვალა გერმანელმა ტურისტმა საქმრო ლურჯთვალება სვან ბიჭზე და სვანეთში დარჩა საცხოვრებლად - ზურაბ შევარდნაძის მიერ მოყოლილი ნამდვილი ამბავი

2026-10-31 10:14:36+04:00

სვანეთში სამოგზაუროდ ჩამოსული გერმანელი წყვილის სიყვარულის ისტორია სრულიად მოულოდნელად დასრულდა. ახალგაზრდა ქალი ადგილობრივ სვან ბიჭს შეუყვარდა და სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა.

ამ ამბის შესახებ ცნობილი მებაღე, „გარდენიას“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს და ამ უჩვეულო ამბავს დეტალურად ჰყვება:

„ორი დღის წინ გერმანელმა პროფესორმა მომწერა, ჩემი ვაჟიშვილი საქართველოშია, მგონი პრობლემა უნდა ჰქონდეს და გთხოვ ყურადღება მიაქციეო, ტელეფონის ნომერი გამომიგზავნა. მასწავლებელი სტუდენტობის მერე აღარ მინახავს და ანტონი სულ პატარა მახსოვს, ბოტანიკურ ექსპედიციაში ჰყავდა წამოყვანილი მაროკოში პროფესორს.

ანტონს და მის შეყვარებულ გოგოს, ლინას ფილმი უნახავთ სვანეთზე და უშგულზე, გადარეულან, მალე უყიდიათ ბილეთები და ორი კვირით ჩამოსულან შვებულებით. მესტიაში საოჯახო სასტუმროში დაბინავებულან, საშინელი წვიმიანი დღეები დახვედრიათ და გაწვალებულან, რამდენიმე სოფელიც უნახავთ, აღტაცებულან, ფილმში ნანახზე ბევრად დიდი შტაბეჭდილება დაგვიტოვაო.

მგონი მასპინძელი ოჯახის ახლობელთან, მეზობლად, ახალგაზრდა სვანი ბიჭი გაუცნიათ, ძალიან ყურადღებით და პატივისცემით იყო ჩვენს მიმართ, ორი დღე გვატარა მანქანით, ფული არ გამოგვართვა და საოცრებები გვაჩვენაო. არ ვიცი რა მოხდა, როდის და როგორ მაგრამ ლინა გადარეულა ამ ბიჭზე, ანტონისთვის გამოუცხადებია მე მასთან ვრჩები, მაპატიე მაგრამ სხვანაირად არ შემიძლიაო.

ასე გაუბედურებული, საშინლად იმედგაცრუებული, შეურაცწოფილი და უსაშველოდ შეწუხებული ანტონი აგერაა ახლა ჩემთან, ბაღში და ვასმევ თაფლის არაყს კაფეში. ვცდილობ დავამშვიდო, ვეუბნები კიდევ კარგი ახლა მოხდა ეს ამბავი და არა მაშინ როცა უკვე იჯახი იქნებოდით, შვილები გეყოლებოდათ.. ესმის ყველაფერი მაგრამ მაინც საშინლად შეწუხებულია.. სამი წელია ერთად ვართ და გაზაფხულზე უნდა გვექორწინაო, დიდი გეგმები გვქონდა და უერთმანეთოდ არ შეგვეძლოო..

სვანის ბიჭი ძალიან კარგი დასანახი და ლურჯ თვალებიანი ყოფილა, შესახედად მე ნამდვილად მჯობდა მაგრამ ძვლივს ლაპარაკობდა ინგლისურად, ბევრს ეწეოდა და მგონი უხეში და უტვინო იქნებაო.

ვამშვიდებ და ვერაფრით ვამშვიდებ. დღეს დაურეკია და ლინას უპასუხია შემეშვი, ეს ისაა რასაც სულ ვეძებდი, დაბრუნდი სახლშიო.

მეც გადარეული ვარ მაგრამ გადაირიე და იყავი.. „რას გაუგებ სიყვარულს..“

„ლურჯთვალებიანო სვანის ბიჭის“ ადგილას ალბათ სჯობდა სტუმრები ღირსეულად მიეღო, გაეცილებინა, მერე ლინასთვის ჩაეკითხა გერმანიაში და წამოეყვანა თუ ასე გადაირიენ ერთიმეორეზე.. მარა სხვის ომში ხვა ბრძენია.. რავიცი, რავიცი, არვიცი, არაფერი არ ვიცი. ლინა თვალითაც არ მყავს ნანახი, არ ვიცნობ.

ყცელა კარგად გამყოფოთ ღმერთმა. ლინას მაინც მოვიკითხავ ცოტა ხანში..

ანტონს ვკითხე კინოს სცენარივით ამბავია, თუ უფლებას მომცემ დავწერ და სხვებსაც ვაჩვენებ მეთქი.. დაწერე ჩემთვის სულერთიაო და მეშვიდე თუ მერვე ბუზის არაყი ხუხა.. ამაღამ მიფრინავს დუსელდორფში, ლინა რჩება მესტიაში.

„რას გაუგებ სიყვარულს...“ - წერს ზურაბ შევარდნაძე.

ბებიამ ბაბუას შესჩივლა: ბიჯო, ბიჭი ყორიფელობამდე კაია, კაი ზნისაა, მარა... იმ ღამეს არ მიძინია... - ემოციური ამბავი ზურა შევარდნაძის ბავშვობიდან
პატარძალმა გვირგვინი და ფატა მოიხსნა, ბუჩქზე მიაკიდა და წავიდა... არასდროს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ, ყველა დაიბნა, დადუმდა... - რას ყვება ზურა შევარდნაძე