თბილისში, სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთის" ტერიტორიაზე, წუხელ მოზარდების მასობრივი დაპირისპირების შესახებ ვიდეოკადრები გავრცელდა.
სოციალურ ქსელ "ტიკტოკზე" მოქალაქემ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დაპირისპირებაში 50-მდე არასრულწლოვანი მონაწილეობდა. მათგან ბევრს, სავარაუდოდ, ცივი იარაღი ჰქონდა.
"გამოჩნდნენ ამათი მშობლები. 50-მდე არასრულწლოვნის დაპირისპირება ჯიბეში დანებით! ახლა, ისთ ფოინთში. ლილო/აფრიკელები და მეორე მხარე,"- წერს ვიდეოს ავტორი.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა სავარაუდო დაპირისპირების მიზეზი, დაშავდა თუ არა ვინმე და ჩაერთო თუ არა მომხდარში პოლიცია.