27 ოქტომბერს, ქუთაისში, 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დანიელ ბაზაძე დღეს დაკრძალეს.
მშობლებმა "ფორმულასთან“ ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ახლა მათი მთავარი მიზანი სამართლის პოვნაა.მშობლების მონათხრობის მიხედვით, ბავშვს მუცელი ასტკივდა. ქუთაისის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა გასინჯვის შემდეგ უთხრეს, რომ მას აპენდიციტის ოპერაცია დაუყოვნებლივ უნდა გაეკეთებინათ.
მათი თქმით, ოპერაციას გართულებები მოჰყვა. ბავშვს სასუნთქი გზები შეუშუპდა, რის გამოც მისი აპარატზე გადაყვანა გახდა საჭირო. თუმცა, როგორც მშობლები ჰყვებიან, ამის შემდეგ ბავშვი კვლავ კონტაქტური გახდა და კლინიკაში სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად საკუთარი ფეხით გადაადგილდებოდა.
გადაუღეს ბავშვს ყველაფერი, არაფერი პრობლემა არ აქვსო. გაუკეთეს ანესთეზია