"შვილი არა, შვილები დავკარგე... ერთად არიან დაკრძალულნი" - ამირან გამყრელიძე ოჯახის ტრაგედიაზე - მშობლები

"შვილი არა, შვილები დავკარგე... ერთად არიან დაკრძალულნი" - ამირან გამყრელიძე ოჯახის ტრაგედიაზე

2026-11-02 10:01:56+04:00

ექიმმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „სახალხო ინტერვიუ“ მაყურებლის არაერთ შეკითხვას უპასუხა. საუბარი შეეხო როგორც პროფესიულ საქმიანობას, ისე მის პირად ცხოვრებას.

ინტერვიუს დროს ამირან გამყრელიძემ თავისი ოჯახის უდიდესი ტრაგედიაც გაიხსენა. მან 1995 წელს ავტოკატასტროფის შედეგად 20 წლის შვილი და მისი საცოლე დაკარგა. როგორც თავად აღნიშნა, ეს მისთვის იმდენად მძიმე თემაა, რომ მასზე, ჩვეულებრივ, არ საუბრობს.

„შვილი არა, შვილები დავკარგე... ორნი, ანუ შვილი და მისი საცოლე, რომლებიც ერთად არიან დაკრძალული. ეს 95-ში მოხდა, როცა უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ქორწინდებოდნენ ისინი. 20 წლისანი, ერთად სწავლობდნენ და ის იყო ავტოკატასტროფა. პატარა სახლი გვქონდა ჩვენ, აგარაკივით, კახეთის გზაზე და იმ დროს ასე იძარცვებოდა ხოლმე სახლები. შვილი დადიოდა იქ შესამოწმებლად და იქიდან უკანა გზაზე მოხდა ეს ტრაგედია, როცა სატვირთო მანქანას გაუსკდა წინა საბურავი და დაეჯახა ამათ. სამწუხაროდ, ძალიან დიდი ტრაგედია იყო. ამიტომ არ ვსაუბრობ ამაზე“, – იხსენებს ამირან გამყრელიძე.

ჩემი ცხოვრება გაჩერდა, როცა ჩემი შვილი, საცოლესთან ერთად, ავარიაში დაიღუპა... ერთად არიან დაკრძალული - ამირან გამყრელიძის ოჯახის ტრაგედია