41 წლის ქეთი მელუას მეორე შვილი შეეძინა - "ძალიან გამიმართლა, რომ ორი შესანიშნავი ვაჟის დედა ვარ..." - მშობლები

41 წლის ქეთი მელუას მეორე შვილი შეეძინა - "ძალიან გამიმართლა, რომ ორი შესანიშნავი ვაჟის დედა ვარ..."

2026-11-02 20:20:45+04:00

ცნობილი მომღერალი, 41 წლის ქეთი მელუა მეორე შვილის დედა გახდა. „ჩვენი ახალი წევრი… მაქსი გაჩნდა! რა ბედნიერი ვარ, რომ ორი უსაყვარლესი ბიჭის დედა ვარ. სანდრო ჯერჯერობით საუკეთესო უფროსი ძმაა. იმედია, ასეც გაგრძელდება!“

886936798-2594278077666029-8788757907486542170-n-1793636877.jpeg

ქეთის უფროს ვაჟს სანდრო ჰქვია, მეორეს კი მაქსი დაარქვეს. ქეთის მეუღლე და მისი შვილების მამა ნახევრად ქართველია, მეცნიერი, თუმცა მისი სახელი და გვარი არ საჯაროვდება. ის ქეთის მეორე მეუღლეა.

katie-3-39695-1793636947.webp

ketk-1688327487-1793636947.jpg

before-becomin-1793637890.jpg

before-becoming-a-mum-1793637891.jpg

ქეთის მეორე ორსულობის შესახებ წელს ზაფხულში გაიგო ფართო საზოგადოებამ.

katiem-39710-1793636986.webp

არდადეგებზე გადაღებული ფოტოების შემდეგ კი გამოჩნდა ფეხმძიმე ქეთის კიდევ ერთი ფოტო მისი შვილის ქართველ ნათლიასთან - მუსიკოს თეონა ცირამუასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ასევე დედა გახდა - ტყუპის.

sjsh-o-h-1793636947.jpeg

ერთ-ერთ ინტერვიუში ქეთიმ, რომელიც საკმაოდ დიდხანს ელოდა პირველ შვილს, მკითხველს გაუზიარა თავისი ამბავი:

"საკუთარი ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ძლიერი იყო. მეშინოდა, გავართმევდი თუ არა თავს ყველაფერს. დედაჩემისგან ისეთი საოცარი მაგალითი მქონდა, პაწაწინა ადამიანის აღზრდასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა ძალიან მაშინებდა...

ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მაქვს სამუშაო და კარიერა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. 19 წლიდან ვიწერ სიმღერებს და ძალიან მიყვარს ეს საქმე, უდიდეს მუსიკოსებთან მიმუშავია და ძალიან ადრეული ასაკიდან მივეჩვიე ამ ყველაფერს, სცენას.გასაკვირი არ არის, რომ მთელი ჩემი არსებით ჩავეფალი საქმეში და ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა ჩავდე ამაში. როგორც იცით, ჩემი ოჯახი საქართველოდან იყო ემიგრირებული. ჩვენ ბედნიერად მივიჩნევდით თავს, რომ დასავლეთში ვცხოვრობდით, საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდში დავტოვეთ ქვეყანა. თუმცა ყოველთვის გვქონდა მცირე გულისწყვეტა და სინანული, პასუხისმგებლობა, რომ წამოვედით და გვინდოდა მაქსიმუმი გაგვეკეთებინა ბრიტანეთში წარმატების მისაღწევად, მე, როგორც მომღერალს და დედას, როგორც დედას.

გარდატეხის ასაკში ძალიან მაშინებდა აზრი, რომ მოულოდნელად არ დავფეხმძიმებულიყავი. წლები გადიოდა და პირველი ქორწინების დროს უკვე იმაზე ვღელავდი, რა იქნება, რომ ეს არასდროს მოხდეს? ჩემს ახლო ნათესავებს ჰქონდათ ფერტილობასთან დაკავშირებული პრობლემები...

შემდეგ ოჯახი დაინგრა და 36 წლის ასაკში, ახალგანქორწინებული, ჯერ კიდევ მუსიკაზე გიჟივით შეყვარებული დავრჩი პერსპექტივით, არასოდეს მყოლოდა საოცნებო ოჯახი... ამ დროს გადავწყვიტე კვერცხუჯრედის გაყინვა, რათა ფერტილობის წნეხს არ ეკარნახა ჩემთვის ცხოვრების წესები...

რამდენიმე წლის წინ გავიცანი ერთი ადამიანი. პანდემიამ ბევრი რამ დააჩქარა. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით და როცა სამი თვის შემდეგ მეორე კარანტინის შესახებ გამოაცხადეს, გვქონდა ორი ვარიანტი - ერთად გვეცხოვრა ან არალეგალურად შევხვედროდით ერთმანეთს. შესაბამისად ერთადერთი ვარიანტი დარჩა.

კვერცხუჯრედის გაყინვამ, ზეწოლა მომიხსნა. ახლა შემეძლო, თავისუფლად გამეტარებინა დრო, გამეცნო კარგად ეს ადამიანი და თუ არ იქნებოდა ეს სწორი არჩევანი, ყოველთვის შეიძლებოდა დონორის პოვნა... ჩვენი გაცნობიდან ერთი წლის თავზე ვკითხე, მზად იყო თუ არა. გვეცადა ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა. სამთვიანი ფიქრის შემდეგ, ერთ საღამოს მითხრა, რომ მზად იყო ოჯახი შეგვექმნა...

we-had-the-best-time-at-t-1793637835.jpg

მაშინ უკვე 37 წლის ვიყავი. ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ ოთხი თვის განმავლობაში "ტრადიციული" მეთოდით გვეცადა და თუ არ გამოვიდოდა, მერე გვეფიქრა ხელოვნური განაყოფიერების მეთოდზე. საბედნიეროდ, ჩემი პარტნიორი ყოველთვის ძალიან ლაღად და იუმორით უდგებოდა ამ საკითხს.

ორი თვის შემდეგ, ორსულობის ტესტი დადებითი აღმოჩნდა და ფეხმძიმობა სულ უფრო ცხადი და შესამჩნევი გახდა. რა თქმა უნდა, ღელვა არ მტოვებდა მთელი ორსულობა - შევძლებდი, ვყოფილიყავი კარგი დედა, გამეკეთებინა ყველა ის საქმე, რაც დედას ევალება? სულ უფრო შეუძლებელი და გადაულახავი მეჩვენებოდა ეს ყველაფერი...

როცა პირველად გავისეირნეთ ჰაერზე სამივემ ერთად, როგორც ოჯახმა, საოცარი ბედნიერება ვიგრძენი, თითქოს სხვა ფერებში დავინახე ყველაფერი, მეტად შევნიშნე და შევიგრძენი სამყაროს სილამაზე, ფერები, წვრილმანები..."

katie-4-39721-1793636947.webpketi-1699982922-1793636947.webp

ამაზე მეტს ვერაფერს ვინატრებდი... - ქეთი მელუამ 40 წლის იუბილე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა
ქეთი მელუამ შვილი საქართველოში, სიონის საკათედრო ტაძარში მონათლა - ვინ არიან ნათლიები და რას ამბობს მომღერალი?
ქეთი მელუა შვილს ქართულს ასწავლის და ქართულ წიგნებს უკითხავს (ვიდეო)