მულტიმილიონერი ადამ რობინსონი ცოლ-შვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა - ტრაგედიის დეტალები - მშობლები

მულტიმილიონერი ადამ რობინსონი ცოლ-შვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა - ტრაგედიის დეტალები

2026-11-04 09:32:08+04:00

ტექნოლოგიური მულტიმილიონერი ადამ რობინსონი და მისი ოჯახი ფლორიდაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ, რომლის კადრებიც სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა. მისი კერძო Learjet 60 ბიზნეს-ჯეტი, ბიზნესმენებში პოპულარული თვითმფრინავის მოდელი, პალმ-ბიჩის ოლქის საცხოვრებელ უბანში, გზატკეცილთან ახლოს ჩამოვარდა. BBC-ის ცნობით, ავარიის შედეგად ბორტზე მყოფი ცხრა ადამიანი დაიღუპა.

original-2-1793770426.webp

დაღუპულებს შორის იყვნენ 44 წლის რობინსონი, მისი 40 წლის მეუღლე ჰელენ შარპი და მათი ორი მცირეწლოვანი შვილი, ქალიშვილი ემა და ვაჟი ჩარლი. ოჯახი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინიდან ბაჰამის კუნძულებზე მიფრინავდა რობინსონის დაბადების დღის აღსანიშნავად. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ წყვილის შვილების ძიძა და მეგობრები, ასევე ორი პილოტი: 55 წლის ჯეფრი გრეგორი და 20 წლის ნატალია ფილგეირასი, რომელთაგან ეს უკანასკნელი მეორე პილოტი იყო და ლიცენზია 17 წლის ასაკში მიიღო, 1300 საათზე მეტი ფრენის გამოცდილებით.ლიცენზია მას უფლებას აძლევდა, ემართა Learjet 60, მაგრამ მას არ ჰქონდა ნებართვა, შეესრულებინა თვითმფრინავის მეთაურის ფუნქციები.

original-1-1793770460.webp
ნატალია ფილგეირასი

ტრანსპორტის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (NTSB) და ბორტრეგისტრატორების ცნობით, ეკიპაჟმა ავარიამდე საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების სამსახურს ძლიერი ტურბულენტობისა და თვითმფრინავში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების შესახებ შეატყობინა. ამჟამად ეს ფაქტორები ავარიის სავარაუდო მიზეზებად განიხილება. რადიო საუბრების ჩანაწერში ისმის ეკიპაჟის საუბარი ფრენის დროს პრობლემებზე, ტემპერატურის მკვეთრ დაცემაზე, რაც ტურბულენტობასთან ერთად, საკმაოდ სახიფათოა. ბოლო წამებში, სანამ 2 მილიონ დოლარად დაქირავებული თვითმფრინავი მიწაზე დაეცემოდა და აფეთქდებოდა, ჩანაწერში ისმის პირველი მფრინავის, ჯეფ გრეგორის ლოცვა - "მამაო ჩვენო"...

მილიონერი ადამ რობინსონი ცნობილი იყო ამერიკულ ტექნოლოგიებსა და სამეწარმეო საზოგადოებაში. ის ცხოვრობდა და მუშაობდა ოსტინში, ტეხასის შტატში, ავითარებდა პროგრამულ გადაწყვეტილებებს ბიზნესისთვის. რობინსონმა დააარსა ელექტრონული კომერციის ტექნოლოგიური კომპანია Retention.com და შექმნა ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის პლატფორმა Robly.სანამ საკუთარ პროექტებს წამოიწყებდა, კარიერა ააწყო ფინანსურ სექტორში. მისი ისტორია მოიცავდა ისეთ დიდ ორგანიზაციებს, როგორიცაა Lehman Brothers და Barclays Capital.

802x1200-1-aaac78b27f9d19bed0ec12da210abb622048x3065-0xkoaghehp-6233863496939263797-1793771215.jpg.webp

1200x1200-1-226eefa055fc0e5af13fd159d1f0f0d21440x1440-0xo7ufqrno-5971563307114660693-1793771215.jpg.webp

ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მან ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მისცა, რობინსონმა ისაუბრა ოჯახურ ცხოვრებაზე. მან აღიარა, რომ აფასებდა შვილებთან ერთად დროის გატარების შესაძლებლობას. ის ბედნიერი იყო ოჯახური ცხოვრებით. მის ცოლს ჰელენ შარპს უყვარდა კერამიკაზე და ნამუშევრებს ქმნიდა. სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, წყვილი ცდილობდა დიდი დრო გაეტარებინა შვილებთან.

21 წლის წინ, თვითმკვლელმა ქალმა ტერორისტებმა ჰაერში ორი თვითმფრინავი ააფეთქეს... - რუსეთის აეროპორტის თანამშრომლების დაუდევრობას 89 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
აზერბაიჯანის თვითმფრინავის ტრაგედიის შემდეგ გამოცდილმა პილოტებმა ისაუბრეს, რომელი ადგილებია თვითმფრინავში ყველაზე უსაფრთხო - ბორტზე მყოფი 67 ადამინიდან 28 სასწაულებრივად გადაურჩა კატასტროფას
მფრინავმა საჭესთან 15 წლის შვილი დასვა და საშინელი კატასტროფა მოხდა, რომელსაც 75 ადამიანი შეეწირა... - რუსი პილოტების შეცდომა და გასაიდუმლოებული ამბავი, რომელიც დღემდე ახსოვთ