მოდელისა და ინფლუენსერის, ალექსანდრა პაიჭაძისა და ბიზნესმენ დავით კოდუას ქალიშვილი ვიქტორია 5 წლის გახდა. გოგონას იუბილედან ფოტოები ალექსანდრამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით: "ყველაზე ტკბილი კანფეტი 5 წლის გახდა. გილოცავ, დედიკო!"





ვიქტორიას გვერდით ამ ბედნიერ დღეს დედასთან ერთად იყო მისი ძმა - ალექსანდრა პაიჭაძის უფროსი ვაჟი დემეტრე ხატიაშვილი.
