"დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი. საშინელმა სენმა უცაბედად გამოაცალა ცხოვრებას..." - კოტე მახარაძის უმცროს ქალიშვილს, რომელიც 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, ახლობლები ემშვიდობებიან - მშობლები

"დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი. საშინელმა სენმა უცაბედად გამოაცალა ცხოვრებას..." - კოტე მახარაძის უმცროს ქალიშვილს, რომელიც 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, ახლობლები ემშვიდობებიან

2026-11-09 16:14:15+04:00

ქართველი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის უმცროსი ქალიშვილი, ბაია (ბარბარე) მახარაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მძიმე სენს ებრძოდა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მაკა მახარაძის ქალიშვილმა, ანუკა მურვანიძემ გამოაქვეყნა:

"რით დავიწყო ეს პოსტი არ ვიცი. როგორ დავწერო ან და ენა როგორ მიტრიალდება იმის თქმით, რომ დეიდაჩემი, ბარბარე (ბაია, ბაიკო) მახარაძე აღარ გვყავს. კოტეს შვილი, ივიკოს და მაკას უმცროსი და...
დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი. საშინელმა სენმა უცაბედად გამოაცალა ცხოვრებას. ჩვენი გოგო ჩაქრა, როგორც პატარა ვარსკვლავი. დაუჯერებელია, უბრალოდ დაუჯერებელი..."
899596229-10165244727706692-312808072612977955-n-1794229774.jpg
მის გარდაცვალებას ასევე გამოეხმაურა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე:
"დიდი მწუხარებით მინდა უპირველეს ყოვლისა ჩემს ბიძიას, კოტე მახარაძეს მივუსამძიმრო იმიერში მისი უმცროსი ქალიშვილის - ბარბარე (ბაიკო) მახარაძის გარდაცვალება (54 წლის) და შემდეგ ბაიკოს და-ძმას, ივიკო და მაკა მახარაძეებს, ასევე ბაიკოს დედას და მის ქმარ-შვილს...
ჩემო მაკა, ჩემო ივიკო, ზუსტად ვიცი ახლა რა გზას გადიხართ და როგორი ქარ-ცეცხლი ტრიალებს თქვენს გულში, რადგან 5 წლის წინ ანალოგიურის გავლა მომიწია და ეს იყო ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი...
მინდა გამაგრდეთ, გაძლიერდეთ და კიდევ ერთხელ მაპატიოთ ჩემი ფიზიკური არყოფნა თქვენთვის უძვირფასესი ადამიანის გაცილების დღეს.
შენ კი, ჩემო ულამაზესო ბაიკო, დაე ლაღად და ტკივილების გარეშე იფრინოს შენმა ანგელოზმა სულმა ზეციურ საქართველოში და მე მჯერა, რომ სამოთხეში, ძალიან ბევრი შენთვის საყვარელი ადამიანი ხელგაშლილი დაგხვდება და მაგრად ჩაგიკრავს გულში".
897672352-1602650837758419-8054955854199689669-n-1794226977.jpeg
ბაია მახარაძე კოტე მახარაძის და მარინა ფიშერის ქალიშვილი იყო.