მოდელისა და ტელეწამყვანის, ლიკა ევგენიძის უფროსი ქალიშვილი ანასოფია ალასანია, რომელიც ბოლო წლებში მოდელობით დაინტერესდა, დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე გამოვიდა. მის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


ანასოფია დიდი დინასტიის გამგრძელებელია. ის ქართული კინოს მშვენება, ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილის შვილთაშვილია, კირას ქალიშვილის - ნინა კალანდაძის შვილიშვილი.
მოდელობის გამოცდილება აქვს ნინა კალანდაძესაც, რომელიც ძალიან ჰგავს ცნობილ დედას.






ლიკა ევგენიძეც, რომელიც სამი შვილის დედაა, არაერთხელ გამოჩენილა პოდიუმზე და ფოტოსესიებში ახლაც მონაწილეობს.


ანასოფია კი ბავშვობიდან ჯერ დედას ედგა ხოლმე გვერდში, ბოლო პერიოდში კი დამოუკიდებლად გამოდის პოდიუმზე.






ნინა კალანდაძეს ჰყავს ასევე უმცროსი ქალიშვილი, რომელიც კირა ანდრონიკაშვილის მოსახელეა. კირა ყანჩაველი ჟურნალ "სითის" გარეკანზეც აღმოჩნდა.



წელს დაამთავრა სკოლა და საფრანგეთში, EDHEC Business School-ის სტუდენტი გახდა, ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით.




