"დაკავებულმა მოკლულ ცოლ-ქმარს ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელს არ ტოვებდა. დღეს უნდა მომხდარიყო გამოსახლება" - ახალი დეტალები მოკლული ცოლ-ქმრის საქმეზე - მშობლები

"დაკავებულმა მოკლულ ცოლ-ქმარს ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელს არ ტოვებდა. დღეს უნდა მომხდარიყო გამოსახლება" - ახალი დეტალები მოკლული ცოლ-ქმრის საქმეზე

2026-11-12 10:21:44+04:00

თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე მომხდარი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 62 წლის მამაკაცია, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

სააგენტოს ცნობით, დაკავებულმა პირმა მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა თავად საცხოვრებელ ფართობს არ ტოვებდა. არსებული ინფორმაციით, სწორედ დღეს უნდა მომხდარიყო მისი სახლიდან გამოსახლება.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მკვლელობა უშუალოდ ბინის გამო წარმოქმნილ დავას. მომხდარის გარემოებებს გამოძიება ადგენს.

რა არის ცნობილი მკვლელობის შესახებ

შემზარავი დანაშაული თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარედ, „ცენტრ-პოინტის“ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები არიან ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილი, რომლებიც სავაჭრო ცენტრ „საბაში“ მუშაობდნენ.

ცოლ-ქმარი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. გავრცელებული ცნობით, ისინი სადარბაზოში ლიფტს ელოდებოდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ადგილზე ორი ნიღბიანი პირი იმყოფებოდა, რომლებმაც შემთხვევის ადგილი დატოვეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული დააკავეს.

„სავაჭრო ცენტრ საბაში მუშაობდნენ, ახლა ეზოში გავიგე, რომ ნანა და მისი ქმარი მოუკლავთ. გაოგნებული ვარ. ვის რას ერჩოდნენ. არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ნანა ძალიან საყვარელი ქალბატონი იყო. ფუმფულას ვეძახდი, სხვა ვერაფერს გეტყვით, ჯერ არაფერი ვიცით“, — განუცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა "კვირის პალიტრას".

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები გამთენიამდე მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა პროკურორი ლევან ვეფხვაძეც.

ჩვენი მეზობელი ცოლ-ქმარია გარდაცვლილი და კიდევ ერთი წყვილი, ცოლ-ქმარი, მათ ორი შვილი დარჩათ.. - ავარია ლისის ტბაზე, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა
ენგურში გადავარდნენ... 4 ბავშვი დაობლდა... მესტია გლოვობს... - სვანეთში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა
ვინ იყო ცოლ-ქმარი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საკუთარი სახლის ჭიშკართან დაიღუპა