"ოქ­როს ექ­სპერ­ტად ვმუ­შა­ობ და უკვე მარ­თლა ვე­ღარ ვჩუმ­დე­ბი... ამოწ­მებ და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ოქ­როს­თან სა­ერ­თოდ არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო" - - მშობლები

"ოქ­როს ექ­სპერ­ტად ვმუ­შა­ობ და უკვე მარ­თლა ვე­ღარ ვჩუმ­დე­ბი... ამოწ­მებ და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ოქ­როს­თან სა­ერ­თოდ არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო"

2026-11-12 20:09:02+04:00

ოქროს ექსპერტი მარი ჯღარკავა მისი გამოცდილების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა უკვე საგანგაშოა, რადგან გახშირდა შემთხვევები, როდესაც ოქროს სახელწოდებით ფალსიფიცირებულ ნაკეთობებს ყიდიან.

“მივმართავ ოქროს ბირჟაზე მომუშავე იმ ადამიანებს, ვისაც, როგორც ჩანს, სხვისი მოტყუება ბიზნესის კეთება ჰგონია! თქვენ საერთოდ არ გრცხვენიათ?! მართლა მაინტერესებს, როგორ შეგიძლიათ ადამიანს ყალბი ნივთი ნამდვილ ოქროდ მიჰყიდოთ, აიღოთ მისი ფული და მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა?!

თითქმის 2 წელია ოქროს ექსპერტად ვმუშაობ და იმდენი შემთხვევა მაქვს ნანახი, უკვე მართლა ვეღარ ვჩუმდები. მოდის ჩემთან ადამიანი, მოაქვს ნივთი, მეუბნება, ბირჟაზე მაქვს ნაყიდი, ნამდვილი ოქროაო, ამდენი გადავიხადეო. ამოწმებ და აღმოჩნდება, რომ ოქროსთან საერთოდ არაფერი აქვს საერთო. ზოგს წლებია შენახული აქვს, ზოგს ბოლო ფულით უყიდია, ზოგს საჩუქრად მიუღია და წარმოდგენაც არ აქვს, რომ მოატყუეს. და იცი, რა არის ყველაზე მძიმე? როცა ამ სიმართლეს ეუბნები და ადამიანი ტირილს იწყებს. ზოგჯერ იმდენად უჭირს დაჯერება, რამდენჯერმე გეკითხება, იქნებ შეგეშალათო.

და აი, ამ დროს მინდა ვიცოდე, იმ ადამიანებმა, ვინც ეს ნივთები მიჰყიდეთ, იცით მაინც, რას უკეთებთ ხალხს?!

თქვენი დედაც ხომ შეიძლება მივიდეს სადმე და მოატყუონ? თქვენი დაც, თქვენი შვილიც, თქვენი ოჯახის წევრიც ხომ შეიძლება ენდოს გამყიდველს და თავისი ნაშრომი ფული გადაიხადოს იმაში, რაც სინამდვილეში ოქრო არ არის?!

რა გგონიათ, რომ რადგან ადამიანმა ოქროს გარჩევა არ იცის, ადამიანი შეიძლება ვერ ერკვეოდეს სინჯებში. შეიძლება არ იცოდეს რა არის 375, 500, 585, 750, 916, 958, 999,9 სინჯები, როგორ მოწმდება ოქრო, რას უნდა მიაქციოს ყურადღება. იმიტომაც მოდის თქვენთან, გენდობათ. და თქვენ ამ ნდობას იყენებთ მის მოსატყუებლად.

და ნუ გამომიხტებით ახლა და ნუ დაიწყებთ თავის მართლებას: “ბიზნესია“, “ვაჭრობაა“, “ადგილზე ხომ გვყავს ექსპერტები და შეუძლიათ, მათ შეამოწმებინონ ნივთი, სანამ შეიძენენ“, “თვითონ ვერ ამოწმებდა“… მართლა ეს არის თქვენი არგუმენტები?!

ბირჟაზე რომ გიზით ვითომ ექსპერტები, ისინიც კი, თუ მყიდველის ინტერესების ნაცვლად გამყიდველის ინტერესებს ემსახურებიან, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მათ არსებობას? ადამიანი მიდის, ნივთს ამოწმებინებს, რათა დარწმუნდეს, რას ყიდულობს. მაგრამ რა გარანტია აქვს მყიდველს, რომ მის წინ მდგომი ადამიანი ნამდვილად დამოუკიდებელი ექსპერტია და არა თქვენი ინტერესების გამტარებელი?!

განაგრძეთ კითხვა

მასობრივად იყიდება ხელოვნური ბრილიანტი, თუმცა არ ნიშნავს, რომ ის ცუდია და უხარისხო - როგორ უნდა მიხვდეთ, ხელოვნურ ბრილიანტს ყიდულობთ თუ ბუნებრივ თვალს