ბავშვი ჰგონიათ, სინამდვილეში კი მილიონერი ბიზნესმენი და ქველმოქმედია — ჰასბულას უცნობი ცხოვრება - მშობლები

ბავშვი ჰგონიათ, სინამდვილეში კი მილიონერი ბიზნესმენი და ქველმოქმედია — ჰასბულას უცნობი ცხოვრება

2026-11-13 12:07:50+04:00

ბოლო დღეებში დაღესტნელი მებრძოლები საქართველოში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცნენ. მიზეზი აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტია, რომლის დროსაც მერაბ დვალიშვილისა და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს, უსმან და უმარ ნურმაგომედოვები, თანმხლებ პირებთან ერთად, თავს დაესხნენ. დაპირისპირების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და არაერთი მწვავე შეფასება თუ ხუმრობა გამოიწვია.

ამ ფონზე სოციალური ქსელების მომხმარებლებს კიდევ ერთი ცნობილი დაღესტნელი ახსენდებათ — ჰასბულა მაგომედოვი, იგივე ჰასბიკი, რომელსაც UFC-ის ცნობილ მებრძოლებთან,

ხაბიბ ნურმაგომედოვთან და ისლამ მახაჩევთან,მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

doq6gcunwab3qjtt-sqdlyn-avut3ituf-hn8r76wc2qlrkiscc63tes7t-742wvb8dvtkrtxu5joa1ln3g2vkwj4spfxarqanypkbfvshikk05az12l1e1zklvqrv0cn4l2cp247kxcmp1wlbewxberwd3ay8vuiejmwpccph419lewp8bwb2u-hspc4khr-1794557897.jpeg

ჰასბულა დიდი ხანია ინტერნეტხუმრობებისა და მემების გმირია. მისი ბავშვური ხმა, სახის გამომეტყველება, პატარა სიმაღლე და საბრძოლო პოზებში გადაღებული ვიდეოები მილიონობით ადამიანს აცინებს. სწორედ ამიტომ შეარქვეს „მინი ხაბიბი“. თუმცა ბევრმა დღემდე არ იცის, რომ ეს „პატარა ბიჭი“ სინამდვილეში 25 წლის მამაკაცია, რომელსაც საკუთარი ბიზნესი, საერთაშორისო კონტრაქტები და მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს.

ჰასბულა ბოლო პერიოდში კვლავ აქტიურად ჩნდება მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებთან. ოქტომბრის ბოლოს ის იორდანიაში, შერეული საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ღონისძიებაზე, DF UNCAGED-ზე მიიწვიეს. ამანის ისტორიულ რომაულ თეატრში გამართულ ღონისძიებას კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონი, ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო და სხვა ცნობილი ადამიანებიც ესწრებოდნენ.

განსაკუთრებული ყურადღება ჰასბულასა და მაიკ ტაისონის შეხვედრამ მიიპყრო. მათ ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს და მაშინ გადაღებული ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ტაისონმა პატარა ტანის ჰასბულა ხელში აიყვანა და ისე მოეფერა, თითქოს ბავშვი ყოფილიყო. მოგვიანებით მოკრივემ აღიარა, რომ თავდაპირველად მართლაც ბავშვი ეგონა.

ftlldxk8wwxfwk4ojleie8ghoa17ilo7zl-ofht6p5x-v3x5kpgxrxj-r-adazn65-keocdyx4uhx2z9ks3gbhkenj0ebdrwisdonuhdkos8pljxsywdx2atl-o-algl34lrpcz0ujl84ctzwnr50kksk5upt1eugdce6qcmux9lw6kq55gg-v2cqikfvtna-1794557644.jpeg

2026 წლის ოქტომბერში კი მათი ახალი შეხვედრის შემდეგ ჰასბულამ ტაისონს თავისი საუკეთესო მეგობარი უწოდა. მოკრივემაც სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იორდანიაში მეგობარს კვლავ შეხვდა.

ax3rh3kdmjlao6phi-h6knc9gahmynrbzsyowll32hk9uvwt7u-swf5fm-uvx7ly421i5iq8-ng1oeb-ox0xitf85yjxdravmndrqynrxqtnoshpx02olag0nntcrki4lmcepljohaszhzb354pbuivqnltvfa4zaffilxespse-1794557717.jpeg

ჰასბულა მაგომედოვი დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალიდანაა. მისი ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, 2002 წლის 7 ივლისს დაიბადა და 2026 წელს 24 წლის გახდა. მისი სიმაღლე დაახლოებით ერთი მეტრია. მაღალი ტემბრის ხმა და ბავშვური სახის ნაკვთები ხშირად იწვევს გაუგებრობას — ადამიანები, რომლებიც მას პირველად ხედავენ, ჩვეულებრივ, მცირეწლოვან ბავშვად აღიქვამენ.

რატომ შეჩერდა მისი ზრდა? მედიაში ჰასბულას მდგომარეობას ხშირად ზრდის ჰორმონის დეფიციტს უკავშირებენ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჰიპოფიზი ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის საკმარისი რაოდენობის ჰორმონს ვერ გამოიმუშავებს. ბავშვობაში ამ ჰორმონის ნაკლებობამ შეიძლება სიმაღლეში ზრდის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვიოს.

ჰასბულასთვის განსხვავებული გარეგნობა პოპულარობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა, თუმცა თავად ცდილობს, მხოლოდ ამ ნიშნით არ აღიქვან. ის ხშირად იუმორით პასუხობს ყურადღებას, სიამოვნებით პოზირებს სპორტსმენებთან და არც გაცილებით მაღალი და ფიზიკურად ძლიერი ადამიანების გამოწვევას ერიდება — რასაკვირველია, უმეტესად ხუმრობით.

zvfy-e65neod21x2mystkixm5dk-6-phpqxfbpavzsvcqt-rjhtdvk-1sj8yncfwkdc5zyum1wqrsj4qlweb90rqmvrykkxvpoitrurornrng-7opheabvzmr7l6lvsgb4pf33o-y9trkn67pi6ptcxvw6cdlbvdhrjlazebvzsnlhr68af9mch3bxch0wtz-1794557924.jpeg

მსოფლიო პოპულარობა 2021 წელს მოიპოვა, როდესაც სოციალურ ქსელებში მისი მოკლე ვიდეოები გავრცელდა. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჩანაწერში ჰასბულა ხაბიბ ნურმაგომედოვის აწონვის სცენას განასახიერებდა. ვიდეო იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას „მინი ხაბიბი“ შეარქვეს.

მალე თავად ხაბიბსაც დაუმეგობრდა. მოგვიანებით მის გარემოცვაში გამოჩნდნენ ისლამ მახაჩევი და სხვა ცნობილი დაღესტნელი სპორტსმენები. ჰასბულა მათთან ერთად ვარჯიშის იმიტაციით, ხუმრობითა და სახალისო დაპირისპირებებით ხშირად ერთობოდა. მისი ვიდეოების განსაკუთრებული ხიბლი სწორედ კონტრასტია — დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის მამაკაცი ისე იქცევა, თითქოს ნებისმიერ მძიმე წონის მებრძოლს დაუპირისპირდება.

ერთხელ ირლანდიელ მებრძოლი კონორ მაკგრეგორსაც კი გამოიწვია. „მინდა, ის დავსაჯო. ძალიან ბევრს ლაპარაკობს“, — განაცხადა ჰასბულამ. ცხადია, ეს რეალური ორთაბრძოლის შეთავაზებაზე მეტად ინტერნეტსანახაობის ნაწილი იყო.

მის პოპულარობას ხელი შეუწყო ტაჯიკ მომღერალ აბდუ როზიკთან დაპირისპირებამაც. აბდუსაც მცირე სიმაღლე და ბავშვური გარეგნობა აქვს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ისინი ერთმანეთს ეკამათებოდნენ და ორთაბრძოლისთვის ემზადებოდნენ. მაყურებელთა ნაწილი ნამდვილ ჩხუბს ელოდა, თუმცა ოფიციალური სპორტული შეხვედრა არ გამართულა.

vyi-hpjwhu3inde0l-pig3fytpl-awk56oyf14xzixetfafesnpnwsohfyue7m8c9ckhqz4xii1phsrnlewsqlykxxlcubmv2vgk3zyny-79rpz4bwpamm834yvf23zorkblavfpsiektxkm9catzwzp3xla3veaqov628hwrwmk-ghhhrbciw9qaxlthel-1794558000.jpeg

ჰასბულას პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ 2022 წელს UFC-სთან მრავალწლიანი სარეკლამო ხელშეკრულება გააფორმა. მას შემდეგ ორგანიზაციის ღონისძიებებზე ხშირად ჩნდება და ცნობილ მებრძოლებთან ერთად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში. მიუხედავად ამისა, თავად პროფესიონალური სპორტული კარიერა არ აქვს.

მისი ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, დღეს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ჯამში 11 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში მის ვიდეოებს 210 მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა. ჰასბულას სახელით იყიდება ტანსაცმელი, საკოლექციო ნივთები და სხვა პროდუქცია. 2025 წელს გამოშვებული მისი UFC-ის საკოლექციო ბარათი კი განსაკუთრებულად პოპულარული აღმოჩნდა — Topps NOW-ის შესაბამის სერიაში 5 508 ეგზემპლარი გაიყიდა.

2ib-lebjihcrptcut5glqj1-34f3xhhku7wrqq0vsiebgkllasfpvlmqfz69jfdw-ldtzs9ortlmwzgg4qsgnlhc7hxtke0nrkgnh8pnqaqzs2zlw-kdh1pphpjkfs4jp5pkaxnkzvscobpropebnyf9rh0fri7vnhzhn1agq5nlxj3zcidssljyy4uy13we-1794558052.jpeg

ამ ყველაფერმა ჰასბულა წარმატებულ ინტერნეტბიზნესმენად აქცია. სხვადასხვა გამოცემა მის ქონებას მილიონობით დოლარად აფასებს, თუმცა ზუსტი ფინანსური მონაცემები საჯაროდ არ დადასტურებულა.

ჰასბულა მხოლოდ პოპულარობით არ ინტერესდება. ის ქველმოქმედებითაცაა დაკავებული. დაღესტანში 2026 წლის აპრილში მომხდარი წყალდიდობისას მან სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად დაახლოებით 50 000 აშშ დოლარი, გაიღო. გავრცელებული ცნობით, ამისთვის საკუთარი Toyota Camry გაყიდა. ის მოხალისეებს პირადად ეხმარებოდა, ნანგრევების გაწმენდაში მონაწილეობდა და სპეციალურ ფონდისთვისაც შემოწირულობა გაიღო. მონაწილეობდა ობოლ ბავშვთა დასახმარებელ ღონისძიებებში და ბულინგით დაზარალებული ბავშვების დასახმარებლადაც გაიღო სახსრები.

თანხა განკუთვნილი იყო დაზარალებულებისთვის საკვების, სასმელი წყლისა და სამაშველო აღჭურვილობის შესაძენად, ასევე უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჰასბულა ამ თემაზე გაცილებით თავშეკავებულია. ის არაერთხელ გამოხატავდა ინტერესს რელიგიური განათლებისა და სულიერი ცხოვრების მიმართ. წარსულში ამბობდა, რომ მომავალში ოჯახის შექმნაზეც იფიქრებდა, თუმცა არ ჩქარობდა. მისი ქორწინების ან პარტნიორის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვებულა.

მის ცხოვრებაში სკანდალებიც ყოფილა. 2023 წელს ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს გამო გააკრიტიკეს, რომელშიც კატას უხეშად ექცეოდა. იმავე წელს მეგობრებთან ერთად პოლიციაშიც მოხვდა, როდესაც ქორწილის აღნიშვნისას ავტომობილებით საგზაო მოძრაობის წესები დაარღვიეს. მოგვიანებით მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

მიუხედავად კრიტიკისა, ჰასბულა დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. მისი ვიდეოები სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდება, ცნობილ სპორტსმენებთან ურთიერთობა კი მუდმივად ახალ აუდიტორიას მატებს.