14 ნოემბერს ოთხი პლანეტის აღლუმია - ზოდიაქოს ამ ექვს ნიშანს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის - მშობლები

14 ნოემბერს ოთხი პლანეტის აღლუმია - ზოდიაქოს ამ ექვს ნიშანს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის

2026-11-13 13:36:38+04:00

2026 წლის 14 ნოემბერს, დილით, ოთხი პლანეტის - მერკურის, ვენერას, მარსისა და იუპიტერის აღლუმია მოსალოდნელი. ოთხ პლანეტას შორის ყველაზე კაშკაშა ვენერა იქნება, მერკურის შემჩნევა კი შედარებით რთული აღმოჩნდება, რადგან ის ჰორიზონტთან ახლოს გამოჩნდება. მარსი და იუპიტერი ცაზე უფრო მაღლა განლაგდებიან. აღსანიშნავია, რომ პლანეტები ერთმანეთთან მჭიდროდ დაჯგუფებული არ იქნება - ისინი ცის ერთ მონაკვეთზე განლაგებულ ფართო აღლუმს შექმნიან.

ამავდროულად, 13 ნოემბერ მერკური მორიელის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას დაასრულებს, 14 ნოემბერს კი - ვენერა სასწორში პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება. ასტროლოგიაში მერკურს კომუნიკაციას, მოლაპარაკებებს, ინფორმაციასა და შეთანხმებებს უკავშირებენ, ვენერას კი - სასიყვარულო ურთიერთობებს, ფინანსებსა და პირად ფასეულობებს.

ამიტომ, ორივე პლანეტის რეტროგრადული მოძრაობის დასრულება ასტროლოგიურ ინტერპრეტაციაში სიმბოლურ მომენტად მიიჩნევა, რომელიც ვითარების გარკვევის, წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვისა და იმ საკითხებთან დაბრუნების შესაძლებლობას უკავშირდება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უპასუხოდ რჩებოდა.

ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საუბრებისა და ქმედებების დასრულება, რომლებიც დიდი ხანია, ყურადღებას ითხოვს. ასტროლოგების თქმით, აღნიშნული პერიოდი ზოდიაქოს 6 ნიშნის წარმომადგენლებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს:

planetebis-aglumi-3-1794562961.jpg

ვერძი

გაიხსენეთ, ვის უთხარით ახლახან: "როგორც გინდა, ისე მოიქეცი", მაშინ, როდესაც სინამდვილეში ამ საკითხზე სრულიად ჩამოყალიბებული პოზიცია გქონდათ. ახლა ამ საუბარს შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ, თუმცა ნუ შეეცდებით იმის გარკვევას, ვინ აუწია ხმას პირველმა. მშვიდად აუხსენით თანამოსაუბრეს, კონკრეტულად რამ გაწყენინათ და რაზე გსურთ ამჯერად შეთანხმება. კონკრეტულ თხოვნაზე რეაგირება გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე თქვენი სიმკაცრის მიღმა დამალული სათქმელის გამოცნობა. ნუ დაელოდებით, რომ ვითარება თავისთავად მოგვარდება. ზოგჯერ ერთი გულწრფელი საუბარიც საკმარისია იმისთვის, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება შეცვალოთ.

ლომი

თუ დიდი ხანია, გეკითხებიან, რა ღირს თქვენი შრომა, თქვენ კი ყოველ ჯერზე პასუხობთ, რომ ამ საკითხს მოგვიანებით განიხილავთ, დროა, კონკრეტულ თანხაზე ჩამოყალიბდეთ. შესაძლოა, საუბარი ეხებოდეს პროექტს, რომელსაც ნაცნობობით ასრულებთ, ან დამატებით მოვალეობებს, რომლებიც სამსახურში ანაზღაურების გადახედვის გარეშე დაგეკისრათ. საკუთარი პირობები წინასწარ მოამზადეთ და მათი გაჟღერებისთანავე უკან დახევას ნუ იჩქარებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პაუზა აიღოთ და თანამოსაუბრეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა მისცეთ. ფასდაკლებას მანამდე ნუ შესთავაზებთ, სანამ მის საწინააღმდეგო არგუმენტებს არ მოისმენთ. თქვენს დროსა და პროფესიულ უნარებს ფასი აქვს, ამიტომ მოლაპარაკების დროს უხერხულობის განცდის გამო საკუთარ შრომას ნუ გააუფასურებთ.

planetebis-aglumi-5-1794563000.jpg

მშვილდოსანი

მოგზაურობა, სწავლა თუ დამატებითი შემოსავლის მიღების იდეა - თუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მხოლოდ ტელეფონის ჩანაწერებში არსებობს, ეცადეთ, ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე შეჩერდეთ. გადახედეთ შესაძლო თარიღებს, გამოთვალეთ ხარჯები ან დაუკავშირდით ადამიანს, რომელთანაც თქვენი ჩანაფიქრის განხილვას დიდი ხანია აპირებთ. შესაძლოა, პროცესში აღმოაჩინოთ, რომ სულ სხვა მოგზაურობა გსურთ ან ხანგრძლივი სასწავლო კურსის ნაცვლად ერთი გაკვეთილიც საკმარისია. ამას წარუმატებლობად ნუ აღიქვამთ. ხშირად პირველი კონკრეტული ნაბიჯები გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რა გვინდა სინამდვილეში. მთავარია, ვარიანტებზე უსასრულო ფიქრს თავი დაანებოთ და შერჩეული იდეის განსახორციელებლად თუნდაც მცირე ნაბიჯი გადადგათ.

ტყუპები

თუ ერთსა და იმავე შეტყობინებას უკვე რამდენჯერმე დაუბრუნდით და კვლავ ცდილობთ, გაიგოთ, რას გულისხმობდა თანამოსაუბრე ბუნდოვან პასუხში - "ვნახოთ", ვარაუდებზე დროს ნუ დაკარგავთ. უმჯობესია, პირდაპირი კითხვა დასვათ და მკაფიო პასუხი მიიღოთ. მაგალითად, შეტყობინების ინტონაციის გაანალიზების ნაცვლად, დააზუსტეთ: "შაბათს ვხვდებით? დღე უნდა დავგეგმო". ასეთი მიდგომა სამუშაო საკითხების გარკვევაშიც გამოგადგებათ. თუ პროექტის განხილვისას ვადები, ანაზღაურება ან მონაწილეთა მოვალეობები ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის, დეტალების დაზუსტების დროა. გაურკვევლობა ყოველთვის უარს არ ნიშნავს, თუმცა არც იმის იმედად ყოფნა ღირს, რომ ყველაფერი თქვენი ჩარევის გარეშე გადაწყდება.

planetebis-aglumi-2-1794563014.jpg

სასწორი

ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას სასწორის ნიშანში ასრულებს. ამიტომ, ასტროლოგების პროგნოზის მიხედვით, სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება ძველ შეთანხმებებს. შესაძლოა, ოდესღაც კოლეგის შაბათ-კვირას ჩანაცვლებას დათანხმდით, ახლა კი ეს დროებითი დახმარება მუდმივ მოვალეობად გექცათ. ან იმდენად მიეჩვიეთ საკუთარი გეგმების ახლობელი ადამიანების სურვილებზე მორგებას, რომ პირადი ინტერესების გათვალისწინება შეწყვიტეთ. დაიწყეთ ერთი კონკრეტული სიტუაციით და გულწრფელად აღნიშნეთ, რომელი პირობები გაწყობთ ამჟამად. სერიოზული კონფლიქტის წამოწყება ან გარშემომყოფებთან ურთიერთობის სრულად შეცვლა აუცილებელი არ არის. ზოგჯერ საკმარისია, მშვიდად განმარტოთ, რომ ძველი პირობები აღარ გაკმაყოფილებთ.

მერწყული

შესაძლოა, პროექტზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობთ, თუმცა ის ჯერ არავისთვის წარმოგიდგენიათ. შეარჩიეთ ერთი მონაკვეთი, რომლის სხვებისთვის ჩვენებაც შესაძლებელია, და გაუზიარეთ ადამიანს, ვისთვისაც თქვენი ჩანაფიქრი შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს. სთხოვეთ, შედეგი მხოლოდ კი არ შეაქოს, არამედ გულწრფელად გითხრათ, რა არის გასაგები და რომელი საკითხები ბადებს კითხვებს. ასეთი უკუკავშირი სუსტი მხარეების დანახვასა და იმის განსაზღვრაში დაგეხმარებათ, კიდევ რა მიმართულებით გჭირდებათ მუშაობა. არ არის გამორიცხული, პროექტის ნაწილი უკვე მზად იყოს წარსადგენად, თქვენ კი მის გადადებას ყველაფრის სრულყოფამდე მიყვანის სურვილის გამო აგრძელებდეთ. ზოგჯერ პოტენციურ აუდიტორიასთან საუბარს გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში მარტო მუშაობას.

რომელი ფერები მოგიტანთ სიმდიდრეს და წარმატებას 2027 წელს - ნუმეროლოგის რჩევები
როგორი იქნება თქვენთვის 2027 წელი - დაბადების თარიღის მიხედვით გამოთვალეთ პირადი რიცხვი და გაიგეთ, რომელ სფეროს უნდა მიაქციოთ ყურადღება მომდევნო წელს
როგორი იქნება 2027 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის - ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად და ვისთვის იქნება რთული წელი