ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს პატიმრობა შეეფარდა - მშობლები

ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს პატიმრობა შეეფარდა

2026-11-14 18:18:26+04:00

დამამძიმებელ გარემოებებში ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა გია ძლიერაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

  • ცნობისთვის, თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე ცოლ-ქმარს, სოსო სუჯაშვილსა და ნანა ფირანიშვილს მათსავე საცხოვრებელ სახლთან ავტომატიდან ესროლეს. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა 62 წლის გია ძლიერაშვილი დააკავეს.

როგორც ირკვევა, მკვლელობა 4-წლიან ქონებრივ დავას უკავშირდება. განაგრძეთ კითხვა