"გა­ვი­ხა­რე, რომ რა­ღაც ვი­პო­ვე... ვი­ფიქ­რე, რომ ბავ­შვის ნა­წი­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი ვი­ყი­დე, რომ მი­წის­თვის მი­მე­ბა­რე­ბი­ნა" - გელა დაიაური უმძიმესი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს - მშობლები

"გა­ვი­ხა­რე, რომ რა­ღაც ვი­პო­ვე... ვი­ფიქ­რე, რომ ბავ­შვის ნა­წი­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი ვი­ყი­დე, რომ მი­წის­თვის მი­მე­ბა­რე­ბი­ნა" - გელა დაიაური უმძიმესი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს

2026-11-15 11:15:49+04:00

მუსიკოსი და პოეტი გელა დაიაური თაია გამთენაძის პოდკასტს "შენი ამბავი“ სტუმრობდა. მან პირველ მეუღლეზე, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილზე, მათი ერთად ცხოვრების წლებსა და ტრაგედიაზე ისაუბრა, რომელმაც 16 წლის წინ მისი ოჯახი და არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გელა დაიაურის თქმით, საზოგადოება თეონას ძირითადად, როგორც მომღერალს იცნობს, თუმცა მისი პიროვნული თვისებების შესახებ ბევრმა არაფერი იცის.

"არსებობს წარმოდგენა თეონა ქუმსიაშვილზე, როგორც დიდ მომღერალზე, მაგრამ ძალიან ცოტა იცნობს მას, როგორც დედას, როგორც ქალს. ხშირად ვიმეორებ, თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო. ასეთი ადამიანი მე არ შემხვედრია ცხოვრებაში. როგორ შეეძლო სიკეთის კეთება... მაღაზიაში რომ შევიდოდით, მეზობელს ბევრი შვილი ჰყავს და იმათაც ხომ უნდა ვუყიდოო, ამბობდა“, - იხსენებს გელა დაიაური.

მისი თქმით, დაქორწინებამდე თეონასა და მის ბიძაშვილს მონასტერში წასვლაზეც უფიქრიათ. თეონას მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა, თუმცა ამისთვის მოძღვრის თანხმობა იყო საჭირო.

"საერთო ჯამში, სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად, სამ წელიწადსაც ვერა. უცებ ვიგრძენი, რომ ნამდვილად ბედნიერი ვიყავი ცხოვრებაში. ყველაფერი მიხაროდა გარშემო, რაც ხდებოდა - ყოველი წამი, ყოველი წუთი“ - ამბობს მომღერალი.

გადაცემაში გელა დაიაურმა მის ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი გაიხსენა.

2010 წლის 22 ივლისს, მუცოს ხეობაში მომხდარ უმძიმეს ავტოკატასტროფასაც იხსენებს. იმ დღეს ავტომობილი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავარდა. ტრაგედიას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი, ასევე მომღერლის და - ნათია.

ავარიას ემსხვერპლნენ გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი მამუკაც. ტრაგედიას გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და მათი მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადაურჩნენ.

განაგრძეთ კითხვა

ჩვენი ბედნიერი დღე... სიმარტოვემ დამღალა - გელა დაიაურმა ჯვარი დაიწერა
ჩემთვის უცნობო აჭარელო ძმაო... ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი - გელა დაიაურის სამძიმარი კაცს, რომელმაც ცოლი და შვილები დაკარგა
თეოს ვერავინ შემიცვლის, მაგრამ დავიღალე მარტოობით... შემხვდა ძალიან კარგი ადამიანი - გელა დაიაური ახალ სიყვარულსა და წარსულის ტრაგედიაზე