სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება ხოლმე ვიდეოები სხვადასხვა ქვეყნის ქორწილებიდან, თუ როგორ ექცევიან პატარძლებს სიძეები. ზოგიერთი ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული, ზოგიერთი კი, სამწუხაროდ, რეალურია.
ამჯერად კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს სიძე პატარძალს და ეს უკანასკნელი ძირს ეცემა. ათასობით კომენტარი აქვს ვიდეოს და უამრავი ადამიანი ლანძღავს სიძეს, მის გასამართლებას ითხოვს.
დავინტერესდით ვიდეოს წარმომავლობით და ნამდვილობით დაამჯერად ეს კადრები, რომელსაც აჟიოტაჟი მოჰყვა, ინსცენირება აღმოჩნდა - ის ცნობილი უზბეკი ბლოგერის, მომღერლისა და მსახიობის მანზურა ფარმონოვას ნახელავია, რომელიც მსგავს ვიდეოებს იღებს და ვითომ იუმორში, ქალების მიმართ მსგავს დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ცნობისათვის, სწორედ უზბეკეთში მოხდა გახმაურებული შემთხვევა, როცა სიძემ პატარძალს ქორწილში გაარტყა და შემდეგ სამართალდამცველებიც ჩაერთნენ ამ ამბავში.