"მაშინ ძალიან პოპულარული ვიყავი და ალბათ, თავში ამივარდა... რაღაცები არ მოვითმინე... არაჩვეულებრივი შვილი გვყავს... მეორე მეუღლესთან ჯვარი მაქვს დაწერილი..." - მაკა შალიკაშვილი პირადზე - მშობლები

"მაშინ ძალიან პოპულარული ვიყავი და ალბათ, თავში ამივარდა... რაღაცები არ მოვითმინე... არაჩვეულებრივი შვილი გვყავს... მეორე მეუღლესთან ჯვარი მაქვს დაწერილი..." - მაკა შალიკაშვილი პირადზე

2026-11-15 23:46:54+04:00

ნოე სულაბერიძესთან სტუმრობისას მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა ისაუბრა წარსულზე, იგოეთში გატარებულ ბავშვობაზე, ლექსების სიყვარულზე, პროფესიაზე და პირადზე - ორ ქორწინებასა და ერთადერთ ქალიშვილზე, რომელიც პირველ ქორწინებაში შეეძინა.

  • მაკა შალიკაშვილის პირველი მეუღლე იყო მსახიობი რატი გოგუაძე. მეორე მეუღლეა ირაკლი ყაჭეიშვილია, რეჟისორი ბათუმის საზოგადოებრივ მაუწყებელში.

პირველი ქორწინება და თინანო

- რომ დავასრულე თეატრალური, მოვხვდი ბატონ ლევან წულაძესთან სარდაფში, იმ დროისთვის ძალიან პოპულარულ სპექტაკლში — „ეტ სეტერა“.იქ იყო რატი გოგუაძე (მსახიობი - რედ.). იმ დროს რატი უბრალოდ თეატრში მუშაობდა და შემდეგ, მოგვიანებით, ჩააბარა. მაშინ რატი ჩემზე პატარა იყო ასაკით... ასე მოხდა, რომ დღეს გვყავს 19 წლის, სამ დღეში 20 წლის გახდება, თინათინ გოგოაძე.

a1643713386-1699957882-1794772687.jpg

საოცრად კარგი შვილი გვყავს. მე შემიძლია ვთქვა, რომ სულ ვფიქრობ ერთ რაღაცას: თინანო ჩემი შვილი რომ არ იყოს და სადღაც მენახა, ძალიან მომეწონებოდა. ამ ასაკში ძალიან ბევრი პატარა ასაკის მეგობარი მყავს, ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ძალიან მომეწონებოდა თინანო და ვიმეგობრებდით.

487871159-24215577784698558-8026110529182528090-n-1794772713.jpg

517409442-25017523651170630-4518837596830358204-n-1794772714.jpg

ზუსტად ვიცი, რომ რაღაცები რომ ვერ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც პირადში, თუნდაც პროფესიულში, მე შემეძლო გაცილებით ნაკლებად გამერთულებინა ჩემი ცხოვრება... ალბათ, პირველ ქორწინებაში დავრჩებოდი, რომ არ მომხდარიყო რაღაცები...იმ პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან პოპულარული აღმოვჩნდი. „სარდაფის“ პერიოდში ძალიან ბევრმა გაგვიცნო თითოეული ჩვენგანი, ვინც იქ ვთამაშობდით. პირადად მეც გამიცნეს. მერე ვიბეჭდებოდით...რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ თავში ამივარდა. ალბათ, ახლა პირდაპირ ვიტყვი, აღარ დავიწყებ რაღაცების მოყოლას. ცოტა ამან იმოქმედა ალბათ ჩემზე და ისიც, რომ რაღაცები არ მოვითმინე...

განქორწინებაში უფრო მე ვარ დამნაშავე...

მეორე ქორწინება

მეორე ქორწინებაში ვიყავი ზედმიწევნით ფრთხილად. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ის, რაც პირველ ქორწინებაში შემეშალა, რაც არ გავითვალისწინე, აუცილებლად უნდა გამეთვალისწინებინა.

maka-1794772883.jpeg

იმიტომ, რომ მივხვდი ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს. მაშინ, როცა ეს პროცესი მიმდინარეობდა, ვამბობდი, რომ ყველაფერში მე ვიყავი მართალი, რომ მე ვიყავი კარგი და იმან როგორ ვერ დამინახა, როგორ ვერ დამაფასა...მაგრამ მერე, როცა დრო გადის, კიდევ უფრო მეტად ხვდები, რომ მთლად იდეალური არც შენ ხარ. აი, რომ ხვდები ამას, მერე უკვე ვეღარ ამბობ, რომ მხოლოდ ის არის დამნაშავე და შენ — არა. მ

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ქორწინებაშიც იყო რაღაც პრობლემები... ჩვენ ვართ ჯვარდაწერილები და დღეს ჯვარი მაქვს დაწერილი ჩემს მეორე მეუღლესთან, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ჩემი მეუღლე და ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

დედამთილებს დედას არ ვეძახდი, რადგან თითქმის ჩემხელები იყვნენ... ყოფილ ქმრებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს... - მაკა შალიკაშვილი