ფინანსების და წარმატების მოსაზიდი რიტუალი, რომელიც 21 ნოემბერს უნდა ჩაატაროთ - ეზოთერიკოსის რჩევები - მშობლები

ფინანსების და წარმატების მოსაზიდი რიტუალი, რომელიც 21 ნოემბერს უნდა ჩაატაროთ - ეზოთერიკოსის რჩევები

2026-11-17 10:53:07+04:00

ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა რიტუალის ჩატარება შეგვიძლია 21 ნოემბერს ფინანსებისა და წარმატების მოსაზიდად:

- ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დღე გვაქვს 21 რიცხვში, რომელიც ამ კვირაში უწევს. ეს დღე სახლში წარმატებისა და სასიკეთო ძალების მოსაზიდად ძალიან ძლიერია, მათ შორის - ფინანსური კეთილდღეობისთვის.

პატარა რიტუალს გაგიზიარებთ: ამას გასაღების პერიოდსაც უწოდებენ. ნებისმიერი სახის გასაღები - ძველი ან გასაღების წარმოსახვითი ფორმა აქვს, რომელიც შევიძინეთ ან სახლში შემოგვაქვს - მოითხოვს სურვილის ჩაფიქრებას სწორედ ამ კონკრეტულ ცალკე გასაღებზე, რომელსაც თან არ ვატარებთ.

მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ სადაც მივდივარ, ვმოგზაურობ, იქნება ეს სოფელი თუ ქალაქი, ყველგან მიმაქვს ხოლმე გასაღებები. ძველი გასაღებები, თან განსაკუთრებული - თუ ოქროსფერია, წითელია და ასე შემდეგ სწორ დღეებში ვატარებთ რიტუალს.

- მინიატურული რომ იყოს, აუცილებელია, რომ მოვსინჯოთ?

- არა, არა, სიმბოლურად გასაღები უნდა იყოს. შეიძლება, მცირე ზომის გასაღებიც იყოს. თქვენ შეარჩიეთ - მთავარია, გასაღები იყოს.

21 რიცხვში ჩაიფიქრებთ სურვილს, გაააქტიურებთ ამ გასაღებს თქვენი სუნთქვით, გულისცემით - შეგიძლიათ, გულზე მიიდოთ ან უბრალოდ დაბეროთ - და ჩაიფიქრებთ სურვილს: რა მიმართულებით გრძნობთ ცხოვრებაში შეფერხებას, წინააღმდეგობას და სად გინდათ, რომ ეს წინააღმდეგობა დაძლეული იყოს.

მაგალითად, თუ გრძნობთ, რომ ბედისწერის ხაზები დაკეტილი გაქვთ - და ეს ძალიან ხშირია დღევანდელ სამყაროში - ამბობთ: "დღევანდელი დღის ძალით ვხსნი ჩემს ბედისწერას, ვუბრუნდები ჩემს ბედნიერ ბედისწერას, სადაც მელოდება პარტნიორული სიყვარულის ურთიერთობა, რომელიც დიდხანს და ბედნიერად გაგრძელდება".

ან, მაგალითად, ფინანსურად: თუ გაქვთ დაუძლეველი ფინანსური პრობლემები, მუდმივად შრომობთ, მუდმივად წვალობთ, მაგრამ არასდროს გაქვთ ბარაქა, სტაბილურობა და სიმყარე, ამბობთ: "მე ეს დღევანდელი დღის ძალით, აი, ამ გასაღებით დავძლიე. ჩემი სურვილია, წინააღმდეგობებისა და შეფერხებების გარეშე, ჩემი მატერიალური კეთილდღეობა ყოველდღიურად გაიზარდოს და შემერგოს".

სურვილის სწორი ფორმულირებაც მნიშვნელოვანია. ხშირად ადამიანები, როცა სურვილებს ჩაიფიქრებენ, საკუთარ თავს იქვე აკრძალვებსაც უწესებენ. ამიტომ ძალიან ადვილად ვხვდები, რომ ადამიანი თავად, გონებრივად ქმნის ბარიერს, წინააღმდეგობას და ამას - "ეს როგორ მოხდება?" - თავადვე იჯერებს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, არა მარტო შინაგანი ძალის სწორი დემონსტრირება, არამედ ისიც, რომ ადამიანი მენტალურად მზად იყოს სასწაულისთვის.

სასწაულები, დამიჯერეთ, ყოველდღე ხდება ჩემს ცხოვრებაშიც, იმიტომ, რომ ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება, ვისაც სასწაული სჭირდება. მაგრამ ეს ინდივიდუალურია. ყოველთვის, თქვენს ცხოვრებას რომ გადახედოთ, ყველაზე რთულ მომენტში სწორედ იქიდან მოდის ზარი და გეხმარებიან.

რაც შეეხება ამ გასაღებიან რიტუალს, ეს შემთხვევითი რიტუალი არ არის, სპეციალურად ტარდება 21-ში.

შეგიძლიათ, კიდევ ერთი სურვილიც ჩაიფიქროთ. მაგალითად, ვისაც რაიმეს გაყიდვა უნდა - და ეს ძალიან ხშირია: საცხოვრებელი სახლის, ავტომობილის და ა.შ. - სწორედ ამ დროს ჩაიფიქრებთ ამ სურვილს და თქვენს იმ სივრცეში შეიტანთ, სადაც გინდათ, რომ გაიყიდოს ან ახალი მფლობელი იპოვოს.