16-დან 30 ნოემბრის ჩათვლით Midea Georgia მომხმარებლებს Black Friday-ის სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს - 60%-მდე ფასდაკლებას საყოფაცხოვრებო ტექნიკის სხვადასხვა კატეგორიაზე. აქცია მოიცავს როგორც მსხვილ, ისე წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მათ შორის მაცივრებს, სარეცხ და ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, სამზარეულოს ტექნიკასა და სხვა მოწყობილობებს.წლევანდელი Black Friday-ისთვის Midea-მ იუმორისტული კამპანია შექმნა, რომლის მთავარი გმირებიც თავად საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოწყობილობები არიან. კამპანიის ფარგლებში ტექნიკა ცოცხლდება, საკუთარ ისტორიებს გვიყვება და მომხმარებლებს სახალისო ფორმით აცნობს სპეციალურ შეთავაზებებს. ფასდაკლებები პროდუქტისა და კატეგორიის მიხედვით განსხვავდება და 60%-მდე აღწევს.
განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს კონდიციონერებზე, სადაც ფასდაკლება 40%-მდე აღწევს. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სახლის გათბობისთვის საჭირო ტექნიკა უფრო ხელსაყრელ ფასად შეიძინონ.
დამატებითი შეთავაზებები და საჩუქრები
Black Friday-ის ფასდაკლებებთან ერთად, ნოემბერში “მიდეა საქართველოს“ შოურუმებში სპეციალური სასაჩუქრე შეთავაზებებიც მოქმედებს. შერჩეული მაცივრებისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანების შეძენისას მომხმარებლები საჩუქრად წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას მიიღებენ, ხოლო კონკრეტული სერიის სარეცხი და საშრობი მანქანების შეძენისას - მტვერსასრუტს.
ამასთან, 30 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება Midea-ს Trade-In კამპანია, რომელიც ძველი ტექნიკის ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. კონდიციონერის განახლებისას მომხმარებელი იღებს სრულ სერვისს - ძველის უფასო დემონტაჟსა და გატანას, ასევე ახლის უფასო მიწოდებასა და მონტაჟს. ასევე, უკვე არსებულ ფასდაკლებაზე დამატებით 200 ლარიან ფასდაკლებას.წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემთხვევაში კი დამატებითი ფასდაკლება 100-300 ლარს შეადგენს. კამპანია პარტნიორ კომპანია Wasteless-თან თანამშრომლობით ხორციელდება და ძველი ტექნიკის პასუხისმგებლიან გადამუშავებასაც ითვალისწინებს.
მოქნილი გადახდის პირობები
მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური საბანკო შეთავაზებებიც:
მიდეა საქართველოში Black Friday-ის სპეციალური ფასები 16-დან 30 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს როგორც მიდეას შოურუმებში, ასევე ბრენდირებულ მაღაზიებში რეგიონების მასშტაბით და პარტნიორ მაღაზიებსი. ხოლო სასაჩუქრე შეთავაზებები მთელი ნოემბრის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი Midea-ს თბილისისა და ბათუმის შოურუმებში.
R