ბელა და ჯიჯი ჰადიდების მამა, 78 წლის მილიონერი მოჰამედ ჰადიდი, 35 წლით უმცროს მოდელზე ქორწინდება - მშობლები

ბელა და ჯიჯი ჰადიდების მამა, 78 წლის მილიონერი მოჰამედ ჰადიდი, 35 წლით უმცროს მოდელზე ქორწინდება

2026-11-17 14:33:07+04:00

78 წლის პალესტინელ-ამერიკელი დეველოპერი, 6 შვილის მამა მოჰამედ ჰადიდი, სუპერმოდელების, ჯიჯი და ბელა ჰადიდების მამა, მესამედ ქორწინდება. მისი რჩეული 43 წლის მოდელი და ტელეწამყვანი კენი სილვაა (ის რუსეთშია დაბადებული და ნამდვილი სახელია ქსენია სილვა).

წყვილმა ნიშნობის შესახებ Vogue Arabia Ball 2026: Art Edition-ზე გამოაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ დუბაიში გაიმართა. წითელ ხალიჩაზე კენიმ დიდი ბრილიანტის ბეჭედი აჩვენა და Vogue Arabia-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ეს ღონისძიება ნიშნობის გამოცხადებისთვის იმიტომ აირჩია, რომ ეს მას „პრინცესას ზღაპარს“ აგონებდა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მისი ისტორია ქალებს, რომლებმაც განქორწინება ან დაშორება განიცადეს, კვლავ სიყვარულის რწმენას დაუბრუნებს.

original-4-1794912639.webp

original-3-1794912639.webp

original-1-1794912639.webp

მეკენის თქმით, მოჰამედმა მას ბევერლი ჰილზის ლეგენდარულ Polo Lounge-ში სთხოვა ხელი. ეს სრულიად მოულოდნელი იყო: მულტიმილიონერმა თავის საცოლეს სთხოვა, გაპრანჭულიყო და აუხსნა, რომ ისინი რაღაცის აღნიშვნას აპირებდნენ. თავად სილვამ ივარაუდა, რომ შეთავაზების მიზეზი მისი პროფესიული მიღწევები იყო.

საქმროზე საუბრისას, მოდელმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით აღფრთოვანებულია მისი მიზნებისკენ სწრაფვით, მისი „ლამაზი გულით, არაჩვეულებრივი ვნებითა და ხელგაშლილობით“.

ჰადიდმა, თავის მხრივ, აღიარა, რომ საცოლე თითქმის ერთი ნახვით შეუყვარდა. სილვაში ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებელ თვისებებს შორის მან დაასახელა „სიმარტივე, სიცოცხლისა და ბავშვების სიყვარული“.

original-2-1794912639.webp

hxtfrxxw4aabhxn-1794912820.webp

მოჰამედ ჰადიდი და კენი სილვა 2023 წელს შეხვდნენ. დეველოპერთან შეხვედრამდე სილვა 13 წელი იყო დაქორწინებული და ყოფილ ქმართან ერთად ზრდის 18 წლის ქალიშვილს, ალექსისს. ის მოსკოვში დაიბადა და 20 წლამდე რუსეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. კენი ასევე ტელეწამყვანად მუშაობს, წერს წიგნებს და კონსულტაციებს უწევს განქორწინების საკითხებში.

mohamed-hadid-and-keni-silva-are-seen-a-the-hotel-martinez-during-day-seven-of-the-78th-cannes-film-festival-111626-2-5dc50ca725f6430a979cbe6085028757-1794912820.jpg

მოჰამედი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი მერი ბატლერი, რომელთანაც ორი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს.

5cd4e60275fb01c5226eebd7be7a4ce4-1794912872.webp
პირველ ქორწინებაში შეძენილი ქალიშვილები და მეორე ქორწინებაში შეძენილი ქალ-ვაჟი - ჯიჯი და ანვარი

1994 წელს ჰადიდი დაქორწინდა ჰოლანდიელ მოდელ იოლანდა ჰადიდზე. ქორწინებიდან, რომელიც 2000 წლამდე გაგრძელდა, სამი შვილი შეეძინათ: ქალიშვილები ჯიჯი და ბელა, რომლებიც წარმატებული მოდელები გახდნენ, და ვაჟი ანვარი.

capi-5cdc8f822849086d279e6c9e720857cc-6388db96b6077adbfa20b364a399d652-1794912956.jpeg
მეორე ქორწინებაში შეძენილ სამ შვილთან ერთად

original-1794912957.webp
ყოფილ მეუღლესა და მოდელ ქალიშვილებთან ერთად

mshoblebi-mtavari-1794912957.png
ჯიჯი და ბელა ჰადიდები დედასთან ერთად

gigi-hadid-bella-hadid-2-1794912957.webp

original-5-1794912957.webp

მოჰამედს ასევე ჰყავს 23 წლის ქალიშვილი, აიდან ნიქსი, ტერი ჰეტფილდ დალთან ურთიერთობიდან.

ბრედლი კუპერმა სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა - სადედამთილომ სარძლო მოიწონა და გადაწყვეტილება მიღებულია
მოკრძალებული ქორწილი ბაღში და სუპერმოდელი სტუმრები - ბელა და ჯიჯი ჰადიდების უფროსი და დაქორწინდა (ფოტოები)
ცნობილ ტოპ-მოდელს, რომელიც დიდი ხანია იტანჯება იშვიათი მემკვიდრული დაავადებით, მდგომარეობა გაურთულდა - ბელა ჰადიდი ფოტოებს აქვეყნებს