ქაღალდზე შექმნილი ნამუშევრების საერთაშორისო პლატფორმა - მშობლები

ქაღალდზე შექმნილი ნამუშევრების საერთაშორისო პლატფორმა

2026-11-17 16:39:32+04:00

გახსნა: 28 ნოემბერი, 2026 — 18:00

ადგილი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი — MoMA თბილისი, რუსთაველის გამზირი 27

გამოფენის თარიღები: 28.11.2026 – 04.12.2026

ორგანიზატორი: ფონდი არტ კავკასია

მონაწილე ქვეყნები: ჩინეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი,თურქეთი, ინდოეთი და იტალია.

პლატფორმა აერთიანებს საერთაშორისო გამოფენას, კონფერენციას, მულტიმედიურ პროექტებსა დასივრცეზე მორგებულ ინსტალაციებს.

„აბრეშუმის გზა - მოძრავი ანაბეჭდები“ მუზეუმზე დაფუძნებული საერთაშორისო კურატორული პლატფორმაა,რომელიც აბრეშუმის გზასთან ისტორიულად დაკავშირებული ქვეყნების თანამედროვე ხელოვანებსაერთიანებს. მისი მისიაა წარმოაჩინოს ქაღალდზე შექმნილი ნამუშევრები, როგორც ვიზუალური ხელოვნებისგამორჩეული და დახვეწილი სფერო, სადაც მასალის მგრძნობელობა, ხელით მუშაობის ოსტატობა დაინდივიდუალური მხატვრული ხედვა ერთმანეთს ერწყმის.

ქაღალდი, აბრეშუმი და ანაბეჭდი კულტურებს შორის კავშირების, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორისცოდნის, იდეებისა და გამოცდილების გაცვლის გამომხატველია. გამოფენა წარმოაჩენს ქაღალდზე შექმნილიგრაფიკული ხელოვნების მრავალფეროვნებას და ტრადიციული ტექნიკების თანამედროვე ტექნოლოგიებთანთანაარსებობას.

პროექტი ეფუძნება ხელით ბეჭდვის საერთაშორისო ფესტივალ BEYOND-ის ათწლიან გამოცდილებას და ახალაქტუალობას ანიჭებს საქართველოს ისტორიულ როლს, როგორც აზიისა და ევროპის გზაჯვარედინს. მისი მიზანია თბილისის დამკვიდრება ქაღალდზე შექმნილი ნამუშევრების აღმოჩენისა და შეგროვების ახალსაერთაშორისო ცენტრად.

დამთვალიერებლებსა და კოლექციონერებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ აბრეშუმის გზის ქვეყნებისმხატვრულ კულტურას, აღმოაჩინონ გამორჩეული ნამუშევრები და შეიძინონ ისინი არა ტრადიციულკომერციულ სტენდებზე, არამედ ერთიან, კურატორულად გააზრებულ სამუზეუმო სივრცეში.

ფინანსური მხარდაჭერა

საქართველოს კულტურის სამინისტრო; შემოქმედებითი საქართველო; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისმერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

მხარდამჭერი ორგანიზაციები

იტალიის საელჩო საქართველოში; აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში; სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

პარტნიორები და მხარდამჭერები

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - მომა თბილისი; არტიზან დიზაინ ჰოტელი (ArtizanDesign Hotel), ღვინის კომპანია ნიმბი.მედია პარტნიორებიკულტურის განვითარების ფონდი „მესმა“; Ambebi.ge, Georgia Today, OK! Magazine Georgia

R