"არ ვარ ის კატეგორია, რომელიც ხშირად იცვლის პარტნიორებს. ჩემი 3 შვილის მამა ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო..." - მარიამ შუკაკიძე რჩეულთან ერთად გამოჩნდა და გამომწერებს უპასუხა - მშობლები

"არ ვარ ის კატეგორია, რომელიც ხშირად იცვლის პარტნიორებს. ჩემი 3 შვილის მამა ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო..." - მარიამ შუკაკიძე რჩეულთან ერთად გამოჩნდა და გამომწერებს უპასუხა

2026-11-18 11:10:25+04:00

როგორც ცნობილია, ბათუმში მცხოვრები ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე, ერთ-ერთი ყველაზე წარმტებულია თავის სფეროში, რადგან ინსტაგრამზე ქართველ ბლოგერებს შორის ყველაზე მეტი - 8 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. მარიამმა ე.წ. ლაქშერი ცხოვრების სტილით გაითქვა სახელი, ბოლო დროს კი საკუთარი ბიზნესით უფრო აქტიურად არის დაკავებული. სამი შვილის დედამ ერთდროულად ორ ქვეყანაში - საქართველოში (ბათუმში) და დუბაიში გადაწყვიტა სალონების გახსნა.

მესამე შვილის გაჩენის შემდეგ მარიამმა ორი ოპერაცია გაიკეთა - მუცლისა და მკერდის ფორმის აღდგენითი ოპერაციები, რომლებიც, მისი თქმით, დასჭირდა სამი საკეისროს შედეგების აღმოსაფხვრელად.

მარიამის პირად ცხოვრებაშიც ცვლილებები იყო ბოლო პერიოდში. გამომწერებს რამდენიმე თვის წინ გაუმხილა, რომ მეუღლეს - მეზღვაურ დავით ბოლქვაძეს დაშორდა.

"მიზეზს თქვენ ვერასდროს გაიგებთ. უამრავი ჭორი გავრცელდა, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვინმე სანახაობას ან სკანდალს ელოდება, არც ნერთი მხრიდან არ იქნება. კონკრეტული არაფერი მომხდარა. ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილებისთვის, საუკეთესო მშობლები ვიქნებით. არ მგონია, ასეთ საკითხზე ვინმე ხუმრობდეს. ურთულესია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი დრო და დაფიქრება სჭირდება. მარტივი არ არის, 8-წლიანი ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო. თუმცა არავინ იცის, რეალურად რა პრობლემებია ოჯახებში, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. არც ახლა ვაპირებდი გასაჯაროებას. ჩვენმა ახლობლებმა ისედაც იცოდნენ, თუმცა არ იქნებოდა ლამაზი, როცა ამხელა აუდიტორია მყავს, არაფერს ვუზიარებდე," - წერდა მაშინ მარიამი.

მოგვიანებით ისიც აღნიშნა, რომ ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაასრულეს, თუმცა ამაზე საჯაროდ არ საუბრობდა. 8 წლის წინ მარიამის ქორწილს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რუსულ მედიაშიც წერდნენ მათზე, როგორც ყველაზე ლამაზ ნეფე-პატარძალზე. შემდეგ წყვილს სამი შვილი შეეძინა, თუმცა როგორც ჩანს, ურთიერთობამ ბოლომდე მაინც ვერ გაძლო.

შემდეგ კი მარიამის ინსტაგრამზე ახალი რჩეულის ფოტოები გამოჩნდა. მარიამი მასთან ერთად მოგზაურობის კადრებსაც აქვეყნებდა, თუმცა მამაკაცის ფოტო ბოლომდე არ საჯაროვდებოდა. მოგვიანებით მასზეც ისაუბრა გამომწერებთან.

658496382-18576384973013722-8924052413230453215-n-1775409034..jpg657561255-18576206239013722-3998752435403108993-n-1775384322..jpg658924807-18576395680013722-2583949591047740960-n-1775409034..jpg

ამჯერად კი მარიამი რჩეულთან ერთად დუბაიში იმყოფებოდა და დასვენების კადრები გამოაქვეყნა. ასევე ისიც, თუ რას ფიქრობს მასზე გავრცელებულ ჭორებსა და კრიტიკაზე.

mariam3-1794986617.jpg

mariam3-1794986619.png

912494548-18648336670013722-7967205726129924785-n-1794986637..jpg

mariam5-1794986620.png

მარტივი არ არის, 8 წლის ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო... - ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე ქმარს გაშორდა
ბათუმელმა ინფლუენსერმა მარიამ შუკაკიძემ ქალიშვილს დაბადების დღე მრავალსართულიანი ტორტით გადაუხადა (ფოტოები)