წიგნების მოყვარულებს ნოემბრის ბოლოს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ - 27, 28 და 29 ნოემბერს „გამომცემლობა პალიტრა L“ თბილისი მოლში „საკითხავის ფესტივალს“ გამართავს. სამი დღის განმავლობაში, სავაჭრო ცენტრის მთავარ ატრიუმში, მკითხველებს საყვარელი და დიდი ხნის ნანატრი წიგნების შეძენა 30-დან 60 პროცენტამდე ფასდაკლებით შეეძლებათ.
„საკითხავის ფესტივალი“ პირველად გასულ წელს, „პალიტრა L“-ის დაარსებიდან 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. ღონისძიებამ მკითხველებს სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის წიგნები ერთ სივრცეში მოუყარა თავი. წელს ფესტივალი განახლებული შეთავაზებებით ბრუნდება და შავ პარასკევს, წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლებების პერიოდს ემთხვევა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება „პალიტრა L“-ის მრავალფეროვანი კატალოგი - კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურა, ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოებები, საბავშვო გამოცემები და სხვა ჟანრის წიგნები.
ეს კარგი შესაძლებლობაა როგორც პირადი ბიბლიოთეკის გასამდიდრებლად, ისე მოახლოებული საახალწლო დღესასწაულებისთვის საჩუქრების შესარჩევად. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში წიგნებზე 30-დან 60 პროცენტამდე ფასდაკლება იმოქმედებს.
თუ უკვე გაქვთ წიგნების სია, რომელთა შეძენასაც დიდი ხანია გეგმავთ, ან უბრალოდ ახალი აღმოჩენებისთვის ხართ მზად, „საკითხავის ფესტივალი“ სწორედ ის ადგილია, სადაც სასურველ გამოცემებს ერთ სივრცეში შეხვდებით. გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით მოთხოვნადი წიგნები შესაძლოა სწრაფად გაიყიდოს, ამიტომაც იჩქარეთ.
ფესტივალის დეტალები:
R