ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაია კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე ეძებენ მცირეწლოვნის დედას და მეორე შვილს - 7 წლის ნუცას - ახალი დეტალები და კადრები ფონიჭალიდან - მშობლები

ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაია კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე ეძებენ მცირეწლოვნის დედას და მეორე შვილს - 7 წლის ნუცას - ახალი დეტალები და კადრები ფონიჭალიდან

2026-11-19 18:16:30+04:00

ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაია კლინიკაში გადაიყვანეს. მცირეწლოვანი კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს და მასზე ახლა ექიმები ზრუნავენ.

როგორც ცნობილი ხდება 3 წლის თაია ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

“გთხოვთ ილოცეთ მეგობრებო! თაია კარგადაა,ნუცა და ნინო დაგვრჩა გამოსაყვანი!“ - წერს ოჯახის წევრი ია ჭიპაშვილი.

ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის არიან თაიას დედა- ნინო ჭელიძე და და - 7 წლის ნუცა. განაგრძეთ კითხვა