შავი პარასკევი წიგნების მოყვარულებისთვის - „საკითხავის ფესტივალი“ თბილისი მოლში ბრუნდება - მშობლები

შავი პარასკევი წიგნების მოყვარულებისთვის - „საკითხავის ფესტივალი“ თბილისი მოლში ბრუნდება

2026-11-20 16:49:26+04:00

შავი პარასკევი მხოლოდ ტექნიკისა და ტანსაცმლის ფასდაკლებებს არ ნიშნავს. პალიტრა L-მა“ ეს დღეები წიგნების მოყვარულებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდად აქცია. წარმოიდგინეთ, რომ წიგნების სიაში დიდი ხნის წინ მონიშნული გამოცემების შეძენა ახლა გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ, თანაც, შესაძლოა, თაროებზე ისეთი ახალი ისტორიებიც აღმოაჩინოთ, რომელთა წაკითხვაზეც აქამდე არც გიფიქრიათ. ეს კარგი შესაძლებლობაა, გაამდიდროთ პირადი ბიბლიოთეკა, შეიძინოთ საყვარელი ავტორების ახალი წიგნები ან მოახლოებული საახალწლო დღესასწაულებისთვის განსხვავებული საჩუქრები შეარჩიოთ.

სწორედ ასეთ შესაძლებლობას გთავაზობს გამომცემლობა პა“ლიტრა L“ 27, 28 და 29 ნოემბერს. შავი პარასკევის ფარგლებში, თბილისი მოლში „საკითხავის ფესტივალი“ გაიმართება. სამდღიანი ღონისძიების განმავლობაში მკითხველებს სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის ასობით წიგნი 30%-დან 60%-მდე ფასდაკლებით დახვდებათ. ფესტივალის მრავალფეროვანი არჩევანიდან კი გაგიზიარებთ ხუთ წიგნს, რომელთა შეძენასაც განსაკუთრებულ ფასად შეძლებ.

ფრიდა მაკფადენი „მოახლე ყველაფერს ხედავს“ - 10 ლარი 16.99 ლარის ნაცვლად (41% ფასდაკლება)

მილის ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და კინოეკრანამდეც მიაღწია, გრძელდება. ამჯერად მილი სხვის სახლში აღარ მუშაობს ის და ენზო შვილებთან ერთად საკუთარ სახლში, მშვიდ გარეუბანში გადადიან. იდეალური ქუჩა, თავაზიანი მეზობლები... სანამ მილი არ შეამჩნევს, რომ აქაც ყველას რაღაც აქვს დასამალი. თუ უკვე წაკითხული გაქვს „მოახლე“ და „მოახლის საიდუმლო“, ეს ნაწილი აუცილებლად უნდა დაამატო კოლექციას. თუ არა - სამივე ნაწილი ფესტივალზე იმავე ფასად დაგხვდება და შეგიძლია ტრილოგია ერთად წაიღო.

ანა გავალდა „მე ის მიყვარდა“ (სერია „წლის ბესტსელერი“)- 10 ლარი 16.99 ლარის ნაცვლად (41% ფასდაკლება)

რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი სიყვარულს კარგავს, მაგრამ პირველად სწორედ ამის შემდეგ იწყებს საკუთარ გრძნობებზე გულწრფელად საუბარს?

ანა გავალდას რომანის მთავარი პერსონაჟი ქლოეა, რომელსაც ქმარი ორ პატარა ქალიშვილთან ერთად ტოვებს. რთულ მდგომარეობაში მყოფ ქალს სიმამრი, პიერი, სოფლის სახლში წაიყვანს. პიერი თავშეკავებული ადამიანია, რომელსაც ქლოე კარგად არ იცნობს, თუმცა ერთ ღამეს ის გადაწყვეტს, რძალს საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორია გაუზიაროს სიყვარულის შესახებ, რომელიც ოდესღაც ჰქონდა, მაგრამ რომლისთვისაც ბრძოლა ვერ გაბედა.

„მე ის მიყვარდა“ მოკლე, ემოციური რომანია სიყვარულზე, არჩევანზე, სინანულსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ადამიანები ზოგჯერ საკუთარი შიშების გამო ხელიდან უშვებენ. ეს არის წიგნი, რომელიც განსაკუთრებული სიმარტივით გვაფიქრებს ურთიერთობებზე და იმაზე, რამდენად ხშირად ვამბობთ სათქმელს ძალიან გვიან.

კრისტინ ჰანა „დიდებული მარტოსული“ (სერია „წლის ბესტსელერი“) – 12 ლარი 18.99 ლარის ნაცვლად (37% ფასდაკლება)

1974 წელი. ვიეტნამის ომიდან დაბრუნებული ერნტ ოლბრაიტი ვერსად პოულობს ადგილს და ოჯახთან ერთად ალასკაზე, ცივილიზაციისგან შორს გადასახლებას გადაწყვეტს. მოთხრობილი ამბავი 13 წლის ლენის თვალით გვაჩვენებს ოჯახის ცხოვრებას, სადაც მკაცრი ზამთარი, იზოლაცია და მამის არასტაბილური ხასიათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. ალასკის პირობებში ოჯახი იძულებულია, საკუთარი ძალების ზღვარი გამოსცადოს, ლენი კი თანდათან ხვდება, რომ გადარჩენისთვის მხოლოდ ბუნებასთან ბრძოლა არ არის საკმარისი.

„ბულბულის“ ავტორის, კრისტინ ჰანას ეს რომანი ოჯახურ სიყვარულზე, ძალადობაზე, გამძლეობასა და იმ ადამიანებზეა, რომლებიც ყველაზე რთულ გარემოებებშიც ცდილობენ ერთმანეთის გადარჩენას. ემოციური და შთამბეჭდავი ამბავი, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდება.

ელი ჰეიზელვუდი „სიყვარულის ჰიპოთეზა“ (სერია „მხატვრული ლიტერატურა“) - 12 ლარი 19.99 ლარის ნაცვლად (40% ფასდაკლება)

ოლივ სმითი სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტია, რომელსაც სიყვარულზე მეტად მეცნიერებისა და კვლევის სჯერა. როდესაც მეგობრის დასარწმუნებლად, რომ ყოფილ ურთიერთობასთან კავშირი აღარ აქვს, მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს, უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და მიუკარებელ პროფესორს, ადამ კარლსენს კოცნის.

ერთი სპონტანური კოცნა ყალბი ურთიერთობის დაწყების მიზეზი ხდება. თუმცა რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად, მით უფრო რთული ხდება იმის გარჩევა, სად მთავრდება შეთანხმებული თამაში და სად იწყება ნამდვილი გრძნობები.

ელი ჰეიზელვუდის სადებიუტო რომანი თანამედროვე რომანტიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია. BookTok-ზე დიდი პოპულარობის შემდეგ ის საერთაშორისო ბესტსელერად იქცა და განსაკუთრებით შეაყვარა თავი მკითხველებს, რომლებსაც იუმორით, ქიმიითა და რომანტიკული დაძაბულობით სავსე ისტორიები მოსწონთ.

თუ მსუბუქი, სახალისო და სასიამოვნო საკითხავი გინდა, „სიყვარულის ჰიპოთეზა“ კარგი არჩევანია.

აიზეკ აზიმოვი „მე, რობოტი“ (სერია „პორტალი“) – 15 ლარი 24.99 ლარის ნაცვლა (40% ფასდაკლება)

როგორი იქნება სამყარო, რომელშიც რობოტები ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ, დამოუკიდებლად აზროვნებენ და გადაწყვეტილებებს იღებენ? შეძლებს თუ არა ადამიანი საკუთარი ქმნილების კონტროლს და რა მოხდება მაშინ, თუ ხელოვნური ინტელექტი მის შესაძლებლობებს გადააჭარბებს?

ამ კითხვებს აიზეკ აზიმოვი ჯერ კიდევ მაშინ სვამდა, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელი სახით წარმოდგენაც კი არ იყო. „მე, რობოტი“ ცხრა მოთხრობისგან შემდგარი კრებულია, რომელშიც რობოტექნიკის სამი კანონის საფუძველზე ავტორი ადამიანისა და მანქანის ურთიერთობის სხვადასხვა სცენარს გვთავაზობს.

აზიმოვის ეს წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. ის განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე მკითხველისთვის, რადგან ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად წიგნში წამოჭრილი კითხვები კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

ეს ხუთეული იმ დიდი არჩევანის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც „პალიტრა L“ მკითხველებს სთავაზობს. ფესტივალზე 30%-60% ფასდაკლებით დაგხვდებათ კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურა, მსოფლიო ბესტსელერები, საბავშვო და შემეცნებითი გამოცემები, თვითგანვითარების წიგნები და ქართველი თუ უცხოელი ავტორების ნაწარმოებები.

„საკითხავის ფესტივალი“ გასულ წელს, „პალიტრა L-ის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით პირველად გაიმართა, წელს კი განახლებული შეთავაზებებით ბრუნდება და შავ პარასკევს ემთხვევა.

R