ასუქებს თუ არა ხინკალი და რამდენი ცალის ჭამა შეიძლება ისე, რომ წონაზე არ აისახოს? - ფსიქონუტრიციოლოგის პასუხი - მშობლები

ასუქებს თუ არა ხინკალი და რამდენი ცალის ჭამა შეიძლება ისე, რომ წონაზე არ აისახოს? - ფსიქონუტრიციოლოგის პასუხი

2026-11-21 09:43:56+04:00

ხინკალზე უარის თქმა ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა წონის დაკლებას ან ჯანსაღ კვებაზე გადასვლას ცდილობ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საყვარელი კერძის მენიუდან მთლიანად ამოღება აუცილებელი სულაც არ არის.

შეიძლება თუ არა ხინკლის ჭამა დიეტის დროს, რამდენი ცალია დასაშვები და მართლა ისეთი კალორიულია, როგორც გვგონია? ამ კითხვებს სურსათის ექსპერტი და ფსიქონუტრიციოლოგი თენგიზ კალანდაძე პასუხობს. მისი განმარტებით, მთავარი პრობლემა თავად ხინკალი კი არა, ის რაოდენობაა, რომელსაც ერთ ჯერზე მივირთმევთ.

„ასუქებს თუ არა ხინკალი? საინტერესო შეკითხვაა. შეიძლება თუ არა ხინკალი მივიღოთ ჯანსაღი კვების დროს? კი, შეიძლება. მაგრამ მთავარი შეკითხვა ის კი არ არის, რამდენად კალორიულია ხინკალი და ასუქებს თუ არა, არამედ - რამდენს მივირთმევთ.

ყველა პროდუქტის მიღება შეიძლება - ტორტისაც, ხაჭაპურისაც და ასე შემდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანია რაოდენობა.

რაც შეეხება ხინკლის კალორიულობასა და მის ნუტრიციულ შემადგენლობას, მაგალითად, ხუთი ხინკალი დაახლოებით 1000 კილოკალორიაა. თუმცა, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მავნებელია ტკბილი სასმელები, როგორც ლიმონათი, ასევე წვენები, რადგან ისინი მარტივ შაქრებს შეიცავს, რომლებიც სისხლში ძალიან სწრაფად შეიწოვება. ამ დროს პანკრეასს მოკლე დროში დიდი რაოდენობით ინსულინის გამოყოფა უწევს, რაც მას ტვირთავს.

ხოლო როდესაც ხინკალს მივირთმევთ, რომელიც ცომისგან, ცხიმებისა და ცილებისგან შედგება, ნახშირწყლების ასეთი სწრაფი შეწოვა არ ხდება. ასე რომ, ხინკლის მიღება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მათ შორის ჯანსაღი კვების დროსაც, ოღონდ ზომიერად.

მინდა გაჩვენოთ ხინკლის მსგავსი კერძებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. რა არის ხინკალი? ეს არის ცომი გარედან და გულსართი შიგნით. მსგავსი კერძები მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ცომი თითქმის ყველგან ერთნაირია, განსხვავება ძირითადად გულსართშია", - ამბობს თენგიზ კალანდაძე.

ცილოვანი დიეტის 5 პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში გვასუქებს
დღეში 2 ნაჭერი პური არ ასუქებს, პაციენტებს ვაძლევ უფლებას, მიირთვან პური და შაქარიც - ენდოკრინოლოგის პრაქტიკული რჩევები