ცნობილი ქმრისგან მიყენებული ტკივილის და გახმაურებული ღალატის შემდეგ, მაილი საირუსი მეორედ გათხოვდა - "ყველა ქალს ვუსურვებ, იპოვოს ასეთი მაქსი, როგორიც მე მყავს..." - მშობლები

ცნობილი ქმრისგან მიყენებული ტკივილის და გახმაურებული ღალატის შემდეგ, მაილი საირუსი მეორედ გათხოვდა - "ყველა ქალს ვუსურვებ, იპოვოს ასეთი მაქსი, როგორიც მე მყავს..."

2026-11-22 12:17:57+04:00

ბოლო წლებში ცნობილ მსახიობსა და მომღერალს მაილი საირუსს ბევრი ქალი გულშემატკივრობდა მთელ მსოფლიოში. ჰოლივუდის ვარსკვლავის, ლიამ ჰემსვორტის გახმაურებული ღალატის შემდეგ, რომელმაც მაილის დიდი გულისტკივილი მიაყენა და კარგა ხანს გაუჭირდა ამის მიღება, საბოლოოდ ის მაინც ფეხზე წამოდგა. ეს ტკივილი კი გამარჯვებადაც აქცია - ღალატს მიუძღვნა სიმღერა, რომელმაც კარიერაში საკმაოდ დიდი ჯილდოები მოუტანა. ახლა კი, მისი პირადი ცხოვრებაც დალაგდა.

მაილი მუსიკოს მაქს მორანდოზე დაქორწინდა, რომელიც ხუთი წლის წინ ბრმა პაემანზე გაიცნო. წყვილმა პალმ სპრინგსში იქორწინა და ფოტოები ეს-ესაა გამოჩნდა ინტერნეტში.

960x1200-1-cda866187d84caf39b3746ee77eeba141024x1280-0xnwzixleu-6389603741573222287-1795337388.jpg.webp

miley-with-inset-1795337388.webp

920938841-122101817109555453-1038428224559374993-n-1795342306.jpg

უკვე ცნობილია, რომ ზეიმს დაახლოებით 140 სტუმარი დაესწრო, მათ შორის პატარძლის მამა ბილი საირუსი. საირუსის გულშემატკივრებმა იციან, რომ ცნობილი ოჯახი დიდი ხანია კონფლიქტშია, მაგრამ ამ შემთხვევისთვის შეიკრიბნენ. ბილის საცოლე - მსახიობი ელიზაბეთ ჰარლი ახლდა.

921005707-122101817199555453-11194174265104433-n-1795342307.jpg

1456x996-1-33770711fe410af4db891baf33e4db785000x3421-0xbeek570c-1854182219804488801-1795337461.jpg.webp

მაილი და მაქსი ხუთი წელია ერთად არიან. მისთვის ეს ურთიერთობა, მრავალი თვალსაზრისით, სიცოცხლის გადამრჩენი იყო ლიამ ჰემსვორტთან ემოციურად დამღლელი ურთიერთობის შემდეგ.

original-1-1795337510.webp
მაილი და მაქსი

მაილი და ლიამ ჰემსვორტი 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და განხილვადი წყვილი იყო. ახალგაზრდები, ლამაზები, შეყვარებულები, პოპულარულები. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს ურთიერთობა არც ისე ჯანსაღი იყო - საირუსი და ჰემსვორთი გამუდმებით კამათობდნენ, შორდებოდნენ და შემდეგ ისევ რიგდებოდნენ. 2012 წელს დაინიშნენ, ხოლო ერთი წლის შემდეგ... ნიშნობა დაასრულეს. სანამ გულშემატკივრები ჯერ კიდევ ღელავდნენ ამ დაშორებაზე, გაირკვა, რომ მსახიობები ისევ ერთად იყვნენ. 2018 წელს ფარულად დაქორწინდნენ. 2019 წელს კი წყვილმა გამოაცხადა, რომ საბოლოოდ დაშორდა.

miley-cyrus-liam-hemsworth-3-1795337510.webp

ბევრს ეგონა, რომ მაილი იყო მიზეზი, ცნობილი მეამბოხე და დაუდგრომელი, თუმცა როცა მაილი საირუსის ჰიტი „Flowers“ გამოვიდა, ყველა მიხვდა, რომ ლიამმა უღალატა ცოლს და ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა.

cyrus-hemsworth-2-2000-1-d5f08bc25f224ef182763db974a3469f-1795337509.jpg

ახლა კი მაილი ამბობს, რომ ყველაზე მომხიბვლელი ადამიანი იპოვა, რომელსაც დაუკავშირა ცხოვრება. „ოჰ, მთელი სიაა მისი კარგი თვისებებისა. ჩემი საქორწინო ფიცის წაკითხვაც კი არ შემიძლია. ჩვენი ურთიერთობის დასაწყისშივე დავიწყეთ ბავშვობის სიბრძნეზე საუბარი. იმაზე, თუ როგორი მშვენიერები არიან ბავშვები თავიანთი უშუალობით და იმით, თუ როგორ შეიმეცნებენ სამყაროს. სწორედ ეს არის თვისება, რომელსაც მაქსში ყველაზე მეტად ვაფასებ“. მაილი ყველა გოგონას უსურვებს, იპოვონ თავიანთი მაქსი!

original-2-1795337950.webp

ცხოვრება მაილი საირუსის ჩრდილში და რთული ურთიერთობა მშობლებთან - ნოა საირუსის პლასტიკური ოპერაციები და მცდელობები, დას დაემსგავსოს
როგორ შეცვალა მხიარული ვარსკვლავი ქმრის ღალატმა, რატომ არ ჰქონია ბავშვობა და რატომ თქვა უარი დედობაზე? - მაილი საირუსის ახალ ფოტოს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა...
კონფლიქტი მაილი საირუსის ოჯახში - დედამ ქალიშვილს წაართვა საქმრო და სამუდამოდ გადაიმტერა
ბავშვობა არ მქონია, 13 წლისა უკვე ვმუშაობდი... ზოგჯერ და-ძმებთან ურთიერთობა ძალიან მენატრებოდა... - მაილი საირუსის წარმატების გზა და ქმრის ღალატი, რომელმაც უფრო გააძლიერა