ნესლიჰან ათაგიულის პირად ცხოვრებაზე ახალი სკანდალი აგორდა... — ქმრის მუდმივი ღალატი, ტოქსიკური ურთიერთობა და ეჭვები სექტის წევრობაზე - მშობლები

ნესლიჰან ათაგიულის პირად ცხოვრებაზე ახალი სკანდალი აგორდა... — ქმრის მუდმივი ღალატი, ტოქსიკური ურთიერთობა და ეჭვები სექტის წევრობაზე

2026-11-22 13:21:19+04:00

თურქული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამორჩეული მსახიობის, ნესლიჰან ათაგიულის ცხოვრება წლების განმავლობაში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მაყურებელს იგი განსაკუთრებით შეუყვარდა სერიალიდან „შავი სიყვარული“, თუმცა მსახიობის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა ხმაურიანი განხილვისა და სკანდალების მიზეზი.მისი მეუღლის, მსახიობ კადირ დოღულუს, სავარაუდო ღალატის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, სხვა ქალებთან დაკავშირებულმა ფოტოებმა და იდუმალი სულიერი გაერთიანების შესახებ გაჩენილმა კითხვებმა წყვილის ურთიერთობა თურქული მედიის ერთ-ერთ ყველაზე განხილულ თემად აქცია.

მაგრამ სად მთავრდება რეალური ფაქტები და სად იწყება ჭორები? და რა მდგომარეობაა დღეს ნესლიჰანის ოჯახში?

ნესლიჰან ათაგიული — სლავურ-კავკასიური წარმოშობის ღარიბი გოგონას თურქული წარმატება

  • დაბადების თარიღი: 20 აგვისტო, 1992 წელი

  • დაბადების ადგილი: სტამბოლი, თურქეთი

ნესლიჰან ათაგიული თურქული კინოსა და ტელევიზიის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია. იგი სტამბოლში დაიბადა. მამა ჩერქეზული წარმოშობისაა, დედა კი - ბელარუსული ფესვების მქონე.

ნესლიჰანის დედა დიასახლისი იყო და შვილებს ზრდიდა, მამა კი მძღოლად მუშაობდა და დიდი გაჭირვებით არჩენდა ოჯახს. გოგონა ჯერ კიდევ ბავშვობაში იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას. დედამისმა შენიშნა ეს ფაქტი და გადაწყვიტა, ნესლიჰანის გარეგნული მონაცემები მისი მომავლის უკეთ დასაგეგმად გამოეყენებინა.

1551903872-cr-23znxgaavob4-1795342002.jpg

დაიწყო გოგონას სამოდელო სააგენტოებში და კასტინგებზე ტარება. პროფესიონალებს მიმართა და პორტფოლიო შეუდგინა, რომელსაც მერე დამკვეთებს უგზავნდა. მისმა შრომამ ამაოდ არ ჩაიარა - ლამაზი გოგონა სააგენტოებმა შენიშნეს და 8 წლის იყო, როცა პირველ რეკლამაში გადაიღეს.14 წლის იყო, როცა პირველად გადაიღეს ფილმში. პირველი როლისთვის პრემიაც მიიღო და მას მერე კინოში თამაში არც შეუწყვეტია.

სკოლის დამთავრების შემდეგ სტამბოლის უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე ჩააბარა. მისი კინოდებიუტი 2006 წელს ფილმით „პირველი სიყვარული“ შედგა. შემდეგ მონაწილეობდა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: „ფატიჰ ჰარბიე“, „შავი სიყვარული“, „ელჩის ქალიშვილი“, „ღამის კიდეზე“.

2021 წელს ნესლიჰანს ჯანმრთელობის პრობლემების გამო სერიალ „ელჩის ქალიშვილის“ დატოვება მოუწია. მოგვიანებით მან კარიერა განაგრძო და ეკრანს დაუბრუნდა. დღეს ის თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მსახიობი ქალია.

images-1-1795340502.jpegerpgnyqivlnmdn-is-ulvps0wx4a2yc7le98cz9zxxu5ksusehv1frqm6rdzqqwlboxrgkkspy2yq2stcac2uf5adu3dyag6wtl7xtqwbge-yhswr13ztpbxdwd4ez5wdc4xlbi4kboq3yvczswfkpsdyskldrrv9q1ahb8ust5t9bkx4otyfautf-ksxtc-1795340502.jpeg

940c093fadf62ed9f79f7f1f69a778ea-1795340502.jpg

  • ინტერვიუებში ნესლიჰანი ამბობს, რომ საკუთარი გარეგნობა არ მოსწონდა და რინოპლასტიკა გაიკეთა. ასევე აწუხებდა ე.წ. ტომსიკები თვალების ქვეშ, თუმცა ბოლო პერიოდში ისინი არ ჩანს, როგორც ჩანს, ეს პრობლემური ადგილებიც მოიშორა.

s-5f2bb85fa6db3fba41a9997563e0d7b56c7df4ba-1795342054.jpg

სიყვარულის ისტორია, რომელიც ქორწინებით დასრულდა

ნესლიჰანი და მისი კოლეგა - კადირ დოღულუ ერთმანეთს 2013 წელს, სერიალ „ფატიჰ ჰარბიეს“ გადაღებებზე შეხვდნენ. ეკრანზე დაწყებული ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა.

1tkowsoompjuosbjcuzrijgbsps1vixabtutnbxqqz0ghmcckuyccqz7k414-jtjy0dgzikgugtnclp5n57iqwvmnmurqg19dct01mqmjrs8tboon-kgjc99ynoywaaam9vzf1cfqfntwvyqqr1pjvcgn7984dshmguwvuhuzmii1u-tq8qrpj1zrkhekis4-1795340549.jpeg

სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2016 წლის 8 ივლისს, წყვილი დაქორწინდა.

1jkf1kw9detcr-gnhspe2y3o8frcizndqoinooi0dfp9iv-3qjlduslje0kissagbcnweox-ovalyu3vhujnbrmjl-wpo88o3javbjz7x8-9znyzqesb86bfkbts-xucxucu3ahnxbn04bd5c-qolqc0sza9-toqhwxvmlkr6miurx0abxck7vjno-9db1m-1795340564.jpeg

თავდაპირველად მათი ოჯახი თურქული შოუბიზნესის ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებოდა. ერთად მონაწილეობდნენ სატელევიზიო პროექტებში, ხშირად ჩნდებოდნენ საზოგადოებრივ ღონისძიებებზე და სოციალურ ქსელებშიც სიყვარულს საჯაროდ გამოხატავდნენ.

თუმცა ქორწინების რამდენიმე წლის შემდეგ მათი ურთიერთობის გარშემო სკანდალები დაიწყო.

წყვილის გარშემო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ისტორია 2022 წელს გავრცელდა.თურქულ მედიაში დაიწერა, რომ ნესლიჰანი და კადირი ბექთაშთა სულიერ მიმდინარეობას დაუკავშირდნენ. განსაკუთრებით აქტიურად ამ თემაზე კადირ დოღულუ საუბრობდა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რატომ უწოდებდნენ დერვიშს. კადირმა უპასუხა, რომ ეს სულიერი მდგომარეობა მათ საჩუქრად ერგოთ და აღნიშნა, რომ მისთვის ეს უბრალო სტატუსი კი არა, სულიერი გზაა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთში სიტყვა „ტარიკათი“ ხშირად არასწორად ესმით და რომ ნამდვილი სულიერი გზა ადამიანს რეალობის შეცნობაში უნდა ეხმარებოდეს.

ეს განცხადებები თურქულ პრესაში ფართოდ გავრცელდა. წერდნენ, რომ კადირი სექტაში გაერთიანდა და ნესლიჰანიც იძულებით ჩართო.თუმცა ბექთაშობა სუფიზმთან დაკავშირებული ისტორიული რელიგიურ-სულიერი ტრადიციაა. მისი ავტომატურად სექტად მოხსენიება არასწორი იქნება. არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ ნესლიჰანი ამ გაერთიანებაში იძულებით ჩართეს ან რომ მას ქმრის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა ჰქონდა ამ კუთხით.

7-9y5r2c7ce2w8tpzinixxrkhqwsez8ko5u-e0mnwkn9msuoiwjr3yswedf8tb-dby-ubqexgd0ovekl6dnwi8plmrsh2xm9aq9sxdwoa2-atwr05kheffqsddl8beya9ma3rpadztatxghio-cb5em-scrc9bforj5nwpleza4llvk-d7itl7tcywuklixo-1795340699.jpeg

34abwbcm7ptqmrw7bsmzqg6ri1weaqu2ytwe5tj8r4utlzhe6x97vfzdmhx576d7eddqsi2wqfd5o4g0mc3wze4-dehqdbdgxeovmada5wahnnxil0ygang0and75m-e-0ehkydldsu9gh5e3eh9rnyxb3jbvent7y9hcyevnxs9ghxpwjuj99elf5xjrldj-1795340699.jpeg9ibcqc5itohou4kbxpkf4vozuo8rdpdkppfwfgmdq8-vb6eacttjtsup-cax941w9e6wkpuhbcz6eugfuiefhqif552hgpflk3pfu6yl3eactjuqh-eqwpni5dniq8urghgivjzsegjqb-p6tadytvxw4ppoylznhad4iyx7gon0f6f8immeonpd4kcci38n-1795340699.jpeg

2023 წელი — ღალატის სკანდალი და ქალი, რომელმაც თურქული მედია აალაპარაკა

2023 წელს კადირ დოღულუს სახელი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. თურქულ მედიაში გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია, თითქოს მსახიობი ალაჩათიში ერთ ქალთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ამჟღავნებდა. ქალის ვინაობად სერზერ ჩაქირი სახელდებოდა. მოგვიანებით გაჩნდა ხმები, თითქოს ეს ქალი კადირის ფარული, რელიგიური ქორწინებით დაკავშირებული მეუღლე იყო.
kadir-dogulu-ile-imam-nikahi-kiydigi-ileri-15827723-6227-m-1795340754.webp

თავად სერზერ ჩაქირმა გავრცელებულ ინფორმაციას საჯაროდ უპასუხა. მან განაცხადა, რომ კადირი მისი ახლო მეგობარია და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ამბავი მოგონილი ისტორიაა.

კადირის სახელთან ასევე დაკავშირებული იყო მომღერალ და მსახიობ სერრა არითურქთან დაკავშირებული ჭორები. გავრცელდა ბრალდება, თითქოს მათ შორის ფარული ქორწინებაც არსებობდა, თუმცა ეს ინფორმაციაც არ დადასტურებულა.

კადირმა განაცხადა, რომ ნესლიჰანის გარდა სხვა რელიგიური ქორწინებით დაკავშირებული მეუღლე არ ჰყავდა.

ნესლიჰანმაც განქორწინების შესახებ გავრცელებული ცნობები უარყო და განაცხადა:„რაც არ უნდა ვთქვა, ყველა თავისებურად იგებს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, კარგად ვართ და არ ვშორდებით ერთმანეთს.“

ეს განცხადება 2023 წლის ივნისში გაკეთდა.

bb6aojuidfxbqbdgmqb2ydkmge09gjv3csutphwf4xmowa7f8p2tsx82z97bx-dkn4dfm2j-sgvmtvfqknupcr7ssfg4ks8rfvp4yq9r71snnw5xgizrt5kwlibtz7d4zddhxrb5qe1udelkkzs5tma9x3arov1ud7mrls-dygo-1795340810.jpeg

65387174-129582684928787-4157444766944648294-n-1795342104.jpg

ახალი სიცოცხლე

მიუხედავად წლების განმავლობაში გავრცელებული სკანდალებისა, წყვილმა ოჯახური ცხოვრების გაგრძელება გადაწყვიტა.

2024 წელს ნესლიჰანმა ორსულობის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.2025 წლის 6 მარტს კი მსახიობებმა პირველი შვილი — ვაჟი აზიზი შეეძინათ.

f-1rizlzyoxiitgoq1ko4jht9km66ei-nrhlg-ikkcmn9sezumjd4i1jke906jaxwu2twar2pfdm-c2kifecgyyb0v0-npjhjwsmtff8yowizsxrtvs-tjmycmhcxlfxlwzqhnlxa5rssqljszmg3wqerx-j4lclecbrzkblwosmozvzulaj4d4h9cswq5k2-1795340862.jpeg

ybtwiwprx8ktxv2q1ycgf6-hpltwuiieehrpk-9rwkyr06dwpxjij8g37pxiqxyjyqf4v7k-u-ze55jfjsrwyymawg1spy-jiezp7nges-jqekzrn4yh1ckrfpfkxzy8whqrrutzzyafoky4l06dy7ezdmlcw1xwlajufvbzydh0-ls-gesm9uzmxzbnwidp-1795340863.jpeg

შვილის დაბადებამ მათი ოჯახის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. ნესლიჰანმა გარკვეული დრო კარიერასაც ჩამოშორდა, რათა ახალშობილთან მეტი დრო გაეტარებინა. სოციალურ ქსელში ქალები კიცხავდნენ ნესლიჰანს, რომ მოღალატე ქმარს ყველაფერს პატიობდა და მორჩილ ცოლად იქცა. თუმცა მსახიობი კრიტიკას არ ეხმიანებოდა.

2026 წლის ივნისში თურქულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ გადაღებებზე დაბრუნებისთვის ემზადებოდა და ახალი სეზონისთვის პროექტზე მუშაობდა...

თუმცა წელსაც, ნოემბერში, მორიგი სკანდალი ატყდა.თურქული მედიის ინფორმაციით, 6 ნოემბერს გამართულ წიგნის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებმა ნესლიჰანს პირადი ცხოვრების შესახებ კითხვები დაუსვეს.

მსახიობმა ერთ-ერთ კითხვას უპასუხა:„მე ჩემი შვილი მყავს.“

სწორედ ამ პასუხმა გამოიწვია ახალი სპეკულაციები. ზოგიერთმა გამოცემამ მისი სიტყვები ქმრისგან დისტანცირების მინიშნებად აღიქვა.20 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი შესაძლოა ათწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდეს.

თუმცა ამ დროისთვის არც ნესლიჰანს და არც კადირს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ განქორწინება. შესაბამისად, მათი დაშორება დადასტურებულ ფაქტად ვერ ჩაითვლება.

seubbb2cqiwlnnhygt-1v0k972rywettsdtn0ildfedoyfrgftlo4faemdiecu1q1qlrsvm90unxfviea7xh-ctevedugezk4yxuej8rrmt0cenfozwnvw7xqwvcxszdeu86lryz-da4bwf6o-63y-c9xp1v1tuahpmmfhpvjjzdtjs3gkd1akt7tmsyccho-1795340940.jpeg

პროფესიით მხატვარი და რბოლებზე მეოცნებე... - თურქული სერიალების ახალი ვარსკვლავის უცნობი ცხოვრება
თურქული კინოს ახალი ვარსკვლავი, რომელმაც ცნობილი თურქი მსახიობის გული დაიპყრო - გოგონა უმანკოების მუზეუმიდან
თურქული სერიალების ვარსკვლავი ჯან იამანი დააპატიმრეს - მსახიობს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თურქული კინოს ულამაზესი ვარსკვლავი ქართული ფესვებით და მისი ურთულესი გზა წარმატებამდე