ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბევრი ადამიანი ცდილობს, სადღესასწაულო სუფრა სიმბოლური დეტალებითა და დადებითი ენერგიით დატვირთოს, რათა მომავალი წელი წარმატებული და ბარაქიანი აღმოჩნდეს. თურმე, ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ საახალწლო ხილს - მანდარინს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია მისი ზუსტი რაოდენობა და მირთმევის დრო.
რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს 12 მანდარინს 31 დეკემბრის ღამეს და როგორ უნდა ჩაიფიქროთ სურვილი სწორად, ამის შესახებ ციფრული ფსიქოლოგი თაკო მელიქიშვილი საუბრობს:
„12 მანდარინი 31 დეკემბერს აუცილებლად უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე. 12 მანდარინი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ 12 თვე თუ გსურთ იღბალი, წარმატება, ფინანსები, ფინანსური კეთილდღეობა, ჰარმონიული ურთიერთობები - 12 მანდარინი. ეს 12 მანდარინი იქნება პასუხისმგებელი შემდეგ ერთ წელზე. და რას ვაკეთებთ? 12 საათამდე ვინმეს თუ ექნება სურვილი იმის, რომ მივიდეს, მიეპაროს, შეჭამოს, არანაირად არ დავუშვებთ ამ ყველაფერს. 12 საათი რომ შესრულდება ან 12 საათის შემდეგ, ერთ მანდარინს ავიღებთ, გავფცქვნით, თან ვჭამთ და თან ვფიქრობთ, რა გვინდა, რომ მოვიზიდოთ 2027 წელს. შეიძლება ფინანსებზე ფიქრობთ, შეიძლება პარტნიორზე ფიქრობთ, შეიძლება მარტოობაზე ფიქრობთ და არ გინდათ არავინ და გსურთ, რომ მშვიდად გაატაროთ 2027 წელ ი.აუცილებლად დაიმახსოვრეთ, ხომ: 12 მანდარინი, 31 დეკემბერი და საახალწლო სუფრა“. - ამბობს თაკო მელიქიშვილი.