"დაე, გავილანძღო, როგორც ექიმი, მაგრამ როგორც ბებია, კმაყოფილი ვარ..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინო ნადირაძე - მშობლები

"დაე, გავილანძღო, როგორც ექიმი, მაგრამ როგორც ბებია, კმაყოფილი ვარ..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინო ნადირაძე

2026-11-25 14:40:43+04:00

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, უფრო სწორად, ამბის გაგრძელებას - გუშინ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ამზადებდა შუა ღამისას ტოლმას და როგორ კიცხავდა ქალიშვილს, რომელიც არ სწავლობს კერძების მომზადებას.

დღეს კი გავრცელებულ ვიდეოში ამბობს:

- დავამთავრე ტოლმა, ღამის სამის ნახევარი იყო. და დილით, აბა, რა საუზმე მოვუმზადე ჩემს შვილიშვილს? რა მივართვი? რა თქმა უნდა, ტოლმა. და ისეთი ბედნიერი ვარ... დაე, გავილანძღო, როგორც ექიმი, მაგრამ როგორც ბებია, ვარ კმაყოფილი, რომ ჩემი შვილიშვილი 5 საათამდე, როგორც ჩემი ნათელა ბებია იტყოდა, მშიერი არ დაღვანწალებს. ასე რომ, ჩემი შვილიშვილი დღეს არის ძალიან დანაყრებული და ბებიაც - კმაყოფილი.

nino3-1795604744.png

ბოლოდროინდელ ინტერვიუში ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდ დროს ატარებს შვილიშვილთან და მის აღზრდაშიც მონაწილეობს:

"შვილიშვილი ძალიან მიყვარს. როგორ არ უნდა მიყვარდეს? დაბადებიდან სამი თვე დღე და ღამე ხელიდან არ გამიშვია. ახლაც დილით მე ვუშვებ სკოლაში, ვაჭმევ, ვასმევ. დილის ექვს საათზე ვდგები, რომ საჭმელი მზად მქონდეს და მაცივარში შენადგამი არ შეხვდეს.რას აღარ ვუმზადებ — არტალის სუპები, სხვადასხვა კერძი... ყველაფერი მზად უნდა იყოს. რა დამაძინებს... ექვს საათზე უკვე ფეხზე ვარ, რომ ყველაფერი მოწესრიგებული იყოს — პირველი, მეორე, მესამე..."

სანამ მე შემეხებიან, ყველამ თავის ჭუჭყიან თეთრეულში ჩაიხედოს... ყველაზე მიყრუებულ ადგილებშიც კი მივსულვარ პაციენტებთან... ჩემი წამლებით მირბენია... როცა ცხოვრებაში გასაჭირი მქონია, ეს ადამიანები მახსენდებოდნენ... ალბათ, მათი ლოცვა მშველის... - ნინო ნადირაძე