როგორი ამინდი გველის დეკემბერში? - "თვის მიწურულს ორიოდე დღით დათბება... ამინდი მალე გაუარესდება" - მშობლები

როგორი ამინდი გველის დეკემბერში? - "თვის მიწურულს ორიოდე დღით დათბება... ამინდი მალე გაუარესდება"

2026-11-25 21:23:58+04:00

ნოემბრის ბოლო დღეებში საქართველოში ამინდი საგრძნობლად შეიცვალა. შედარებით თბილი პერიოდის შემდეგ ქვეყანაში ტემპერატურა დაეცა, გაძლიერდა ქარი და ზოგიერთ რეგიონში ნალექი მოვიდა. მაღალმთიან ზონებში, მათ შორის გომბორზეც, თოვლი დაფიქსირდა.

რა გახდა ამინდის ცვლილების მიზეზი, როდის გამოიდარებს და როგორი ამინდი გველოდება დეკემბრის დასაწყისში?

ამ საკითხებზე Ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე ესაუბრა

  • რა გახდა ამინდის მკვეთრი ცვლილების მიზეზი?

"ნოემბერი უკვე შემოდგომის ბოლო თვეა და ზამთარს ვუახლოვდებით. ამ პერიოდში, მით უმეტეს, ბოლო დღეებში, მაღალმთიან ზონაში თოვლი უჩვეულო არ არის. საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასები შემოვიდა, რამაც ამინდის ცვლილება გამოიწვია. სწორედ ამის შედეგია ტემპერატურის კლება, ქარი და ნალექი“, - განმარტავს ხათუნა ქოქოსაძე.

  • როდის გამოიდარებს საქართველოში?

"დღეს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხვალ კი წვიმიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში გაგრძელდება. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში კი უკვე გამოიდარებს. თვის ბოლომდე, შაბათ-კვირის ჩათვლით, მთლიანად საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. განაგრძეთ კითხვა