ცნობილი ბიზნესმენი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. ამჯერად მან კიდევ ერთხელ გაახარა ვაჟი მათე და მისი ცოლი - მოდელი სალომე სალაყაია.
სალომეს, რომელიც უკვე ერთი წელია ბარკალაიების რძალია და მათთან ცხოვრობს, ჯერ კიდევ ნიშნობაზე აჩუქა ძვირად ღირებული საჩუქარი. როგორც ცნობილია, შვილის ნიშნობა მან დედის საფლავზე მოაწყო."დედის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე", - ასე დაასათაურა მან მაშინ ნიშნობის დღე დაიქვე აჩუქა რძალს რამდენიმე ძვირფასი ბეჭედი, მათ შორის - ოჯახური რელიკვია, შემდეგ კი ძვირად ღირებული "პორშეც" გადასცა (იხილეთ ვიდეო).
ამჯერად, სალომეს, რომელსაც დაუჩივლია, რომ პორშე ბევრ ბენზინს წვავდა, ჰიბრიდი, ელექტრო მანქანა აჩუქა, სალომეს მიერვე ნანატრი ნომრით და აღნიშნა, რომ სალომე ამას იმსახურებს. შემდეგ კი იქვე, ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, აღნიშნა, რომ "პორშეს", რომელიც სალომეს აჩუქა, ამჯერად ჩუქნიდა სალომეს დედას, იმისთვის, რომ ასეთი კარგი შვილი აღზარდა.
ბარკალაია შვილებს და რძალს ხშირად ანებივრებს საჩუქრებით და ძირითადად, ეს "ლაივრეჟიმში" ხდება. ამბობს, რომ ადამიანებმა ერთმანეთი ხშირად უნდა გაახარონ.
