Edu-Ventures-ის გუნდმა მშობლებისთვის ციფრული კატალოგი და კერძო სკოლების პირველი მასშტაბური გამოფენა დაანონსა, რათა შვილებისთვის სკოლის შერჩევა გადამოწმებულ ფაქტებს დაეყრდნოს და არა ჭორებს.
შვილისთვის სკოლის შერჩევა ნებისმიერი ოჯახისთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. რეალობაში კი ეს პროცესი ხშირად ლაბირინთს ჰგავს: სოციალურ ქსელებში ურთიერთგამომრიცხავი რეკომენდაციები ვრცელდება, სკოლები განსხვავებული პროგრამებით მუშაობენ (IB, Cambridge, AP, ეროვნული სასწავლო გეგმა), ფასებს შორის სხვაობა დიდია, დამატებითი ხარჯები კი ხშირად წინასწარ არ ჩანს.
საიდან გაჩნდა იდეა?
მშობლებს ხშირად უწევთ ათობით სკოლაში სიარული, არაობიექტურ ჭორებზე დაყრდნობა ან მიმზიდველად გაფორმებული რეკლამების დაჯერება. შედეგად, გადაწყვეტილება არასაკმარისი და ფრაგმენტული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, საგანმანათლებლო ინიციატივების გუნდმა Edu-Ventures-მა წარადგინა პროექტი „განათლების გზამკვლევი 2027“ (Education Roadmap). მისი მიზანია, ოჯახმა მიიღოს გადამოწმებული, გამჭვირვალე ინფორმაცია და აირჩიოს არა უბრალოდ ყველაზე პოპულარული, არამედ საკუთარი შვილის ინდივიდუალურ ხასიათსა და საჭიროებებზე მორგებული სკოლა.
როგორ ეხმარება პროექტი მშობლებს?
პროექტი სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:
გამოფენა: 6 თებერვალი, „ექსპო ჯორჯია“
2027 წლის 6 თებერვალს „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში თბილისის 50-ზე მეტი წამყვანი კერძო სკოლა და ტრენინგ ცენტრი ერთ სივრცეში შეიკრიბება. მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ დირექტორებს, დამფუძნებლებსა და საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელებს.
პარალელურად, გაიმართება ბავშვთა ფსიქოლოგებისა და განათლების ექსპერტების ღია მასტერკლასები სასკოლო მზაობასა და ადაპტაციაზე. პატარებისთვის კი მოეწყობა გასართობი და STEM შემეცნებითი სივრცე.
„შვილისთვის სკოლის არჩევისას მშობლები ხშირად უსასრულო ქაოსში ვართ მიტოვებულები. Education Roadmap-ის მთავარი მისიაა, ეს ქაოსი დასრულდეს. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ოჯახი იღებს გადამოწმებულ, გამჭვირვალე ფაქტებს და ირჩევს არა უბრალოდ ყველაზე პრესტიჟულ, არამედ საკუთარი შვილის ინდივიდუალურ ხასიათზე მორგებულ სკოლას“, -აღნიშნავენ პროექტის ორგანიზატორები.
პრაქტიკული ინფორმაცია:
R